Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღაში დაიდგა პუტინის ძეგლი ორკის სახით, რომელიც გაზის ონკანს ატრიალებს


ძეგლი არის მეტალის ორკი, რომელსაც მარჯვენა ხელი ნაცისტური მისალმების სტილში აქვს გაწვდილი
ძეგლი არის მეტალის ორკი, რომელსაც მარჯვენა ხელი ნაცისტური მისალმების სტილში აქვს გაწვდილი

პრაღაში, საბჭოთა მარშალ ივან კონევის ქანდაკების ადგილზე, პოსტამენტზე აღმართეს ვლადიმირ პუტინის ძეგლი. გამოცემა Ceske Noviny-ის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი მასზე გამოსახულია ორკის სახით, რომელიც გაზის ონკანს ატრიალებს.

ინსტალაცია დამონტაჟდა ჩეხეთის დედაქალაქის უდიდეს ადმინისტრაციულ რაიონში - პრაღა 6-ში. ნამუშევარი პლატფორმის, "საჩუქარი პუტინს", ინიციატივით გამართულ მჭედელ-მხატვრების საერთაშორისო შეხვედრის ფარგლებში შეიქმნა. მისმა ავტორმა, ჩეხმა მოქანდაკემ დუშან დოსტალმა აღნიშნა, რომ ქანდაკების დამზადებას ორი კვირა და 130 კგ ლითონი დასჭირდა.

ძეგლი არის მეტალის ორკი, რომელსაც მარჯვენა ხელი ნაცისტური მისალმების სტილში აქვს გაწვდილი. პლატფორმის - "საჩუქარი პუტინს" - წარმომადგენლების ჩანაფიქრით, ეს ქანდაკება სიმბოლოა დღევანდელი რუსეთისა, რომელიც შეიჭრა უკრაინაში და ბუნებრივ რესურსებს, მათ შორის გაზს, თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების გასატარებლად იყენებს.

პლატფორმის კიდევ ერთი წარმომადგენლის, მარტინ დრაცკის თქმით, ჩეხეთის დედაქალაქის ხელისუფლებასთან შეთანხმებით, ახალი ინსტალაცია ამ ადგილას დარჩება 2023 წლის იანვრის დასაწყისამდე. ამის შემდეგ მისი ავტორი დუშან დოსტალი აპირებს, გაყიდოს ქანდაკება აუქციონზე და მიღებული შემოსავალი უკრაინის დასახმარებლად გამოიყენოს.

ორკის გამოსახულებიანი პუტინის ქანდაკება დამონტაჟებულია იმ ადგილას, სადაც 2020 წლის აპრილამდე სსრკ-ის მარშლის, ივან კონევის ქანდაკება იდგა. მარშლის ძეგლი დემონტაჟის შემდეგ მუზეუმში გადაიტანეს, ხოლო პარკში, სადაც კონევის ძეგლი იყო, იმართება ღონისძიებები, რომლებიც ჩეხეთის რესპუბლიკისა და სსრკ-ს ისტორიულ წარსულს უკავშირდება.

XS
SM
MD
LG