Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში დააკავეს 12 პირი, რომლებიც, სავარაუდოდ, უცხოეთთან არიან დაკავშირებული


საილუსტრაციო ფოტო: საპროტესტო აქცია ირანში
საილუსტრაციო ფოტო: საპროტესტო აქცია ირანში

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა დააკავა, სავარაუდოდ, ევროპასთან დაკავშირებული 12 ადამიანი, რომლებსაც ბრალად ედებათ ქვეყანაში საბოტაჟის მოწყობა.

ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა სააგენტო „თასმინმა“.

ირანში თითქმის სამი თვეა, მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეები რეჟიმის შეცვლას მოითხოვენ. თეირანი აცხადებს, რომ ამ გამოსვლების უკან დასავლეთი, აშშ და მისი მოკავშირეები, ასევე უცხოეთში მცხოვრები ირანელების ოპოზიციური ჯგუფები დგანან.

განცხადებაში, რომელიც „თასმინს“ მოჰყავს, ნათქვამია, რომ კორპუსმა მარქაზის პროვინციაში, თეირანიდან სამხრეთ-დასავლეთში, დააკავა „12-წევრიანი ქსელი, რომელსაც კავშირი ჰქონდა უცხოეთთან“.

XS
SM
MD
LG