Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დოჟდის“ მაუწყებლობა ლიეტუვაშიც შეწყდება


ფოტოილუსტრაცია: ტელეკომპანია "დოჟდის" საეთერო სტუდია
ფოტოილუსტრაცია: ტელეკომპანია "დოჟდის" საეთერო სტუდია

8 დეკემბრიდან ლიეტუვაში ტელეკომპანია "დოჟდის" მაუწყებლობა შეწყდება, ამის შესახებ Delfi წერს ლიეტუვის რადიოსა და ტელევიზიის კომისიაზე დაყრდნობით.

ამის მიზეზი გახდა ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნული საბჭოს (NEPLP) გადაწყვეტილება ტელეკომპანიისთვის მაუწყებლობის ლიცენზიის ჩამორთმევის შესახებ.

ლატვიაში მაუწყებლობის ლიცენზია არხს აძლევდა უფლებას, კონტენტი ევროკავშირში, რუსეთში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში გაევრცელებინა.

„დოჟდის“ მაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ, ის ლიეტუვაში 8 დეკემბრიდან ხელმისაწვდომი აღარ იქნება", - აცხადებენ კომისიაში.

ტელეარხის ეთერში გასვლის ნებართვის გაუქმების გადაწყვეტილება "ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის საფრთხის გამო მიიღეს." გარდა ამისა, ლატვიის ტერიტორიაზე ტელეკომპანიას YouTube პროგრამებზე წვდომაც გაუუქმდა. იგივე შეეხება არხის YouTube-ს პლატფორმას ლიეტუვაშიც.

არხისთვის ლიცენზიის გაუქმების გარდა, ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (VDD) შინაგან საქმეთა სამინისტროს რეკომენდაცია მისცა, ტელეკომპანია „დოჟდის“ ყოფილი წამყვანი ალექსეი კოროსტილიოვი იმ პირთა "შავ სიაში" შეიყვანოს, რომლებსაც ლატვიაში შესვლა ეკრძალებათ.

1 დეკემბერს საღამოს "დოჟდის" პირდაპირ ეთერში, გადაცემაში „აქ და ახლა“, ჟურნალისტმა ალექსეი კოროსტილიოვმა მაყურებელს მოუწოდა, რომ მობილიზაციის დროს მომხდარი დარღვევების თაობაზე აცნობონ ტელეკომპანიას, რომელსაც შეუძლია აღჭურვილობით დაეხმაროს ფრონტზე მყოფ რუს ჯარისკაცებს.

2 დეკემბერს ლატვიის უშიშროების სამსახურმა დაიწყო გამოძიება „დოჟდის“ მიმართ და აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის ნებისმიერი მხარდაჭერა მიუღებელია მედიაორგანიზაციისთვის, რომელიც ლატვიაში მუშაობს.

2 დეკემბერს ტელეკომპანია “დოჟდმა“ტელეწამყვან ალექსეი კოროსტილიოვთან თანამშრომლობა შეწყვიტა.

6 დეკემბერს ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ (NEPLP) ტელეკომპანია „დოჟდს“ მაუწყებლობის ლიცენზია გაუუქმა.

„დოჟდს“ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების უფლება აქვს.

6 დეკემბერს, არხისთვის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ, "დოჟდის“ გენერალურმა დირექტორმა ნატალია სინდეევამ თანამშრომლის გათავისუფლების გადაწყვეტილებას შეცდომა უწოდა და ინსტაგრამის არხზე ემოციური ვიდეო გაავრცელა.

ლატვიაში ლიცენზიის გაუქმების შემდეგ "დოჟდის" ფეისბუკის გვერდზე მაყურებლებისადმი მიმართვის ტექსტი გამოჩნდა - რედაქცია მომხმარებლებს და გულშემატკივრებს ფინანსური მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

  • ტელეკომპანიამ მაუწყებლობა 2008 წელს მოსკოვიდან დაიწყო. 2014 წელს, ლენინგრადის ბლოკადის შესახებ გამოკითხვის შემდეგ, სატელიტური და საკაბელო ოპერატორების უმეტესობამ არხი სიიდან ამოიღო.
  • 2021 წელს „დოჟდი“ „უცხოური აგენტების“ სიაში შეიყვანეს.
  • 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ დაბლოკა „დოჟდი“. ბევრი სხვა დამოუკიდებელი მედიის მსგავსად, ის იძულებული გახდა მუშაობა შეეწყვიტა.
  • 2022 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანიამ ლატვიაში მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო.
  • ომის დაწყების შემდეგ ორასზე მეტი რუსი ჟურნალისტი და ოცზე მეტი გამოცემა ლატვიაში გადავიდა. ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოთქვა შეშფოთება რუსული მედიის ლატვიაში ყოფნის გამო. როგორც უსაფრთხოების სამსახური ირწმუნებოდა, მათმა მუშაობამ, სადაზვერვო სამსახურის თანახმად, შეიძლება საფრთხე შეუქმნას ლატვიის საინფორმაციო სივრცის უსაფრთხოებას და შეიცავდეს რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის დაზვერვის მუშაობასთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG