Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Time-მა 2022 წლის პიროვნებად გამოაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკი, აგრეთვე „უკრაინის სული“


ჟურნალ Time-ის გარეკანი. 2022 წ. 7 დეკემბერი.
ჟურნალ Time-ის გარეკანი. 2022 წ. 7 დეკემბერი.

ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა 2022 წლის პიროვნებად გამოაცხადა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, აგრეთვე „უკრაინის სული“.

„ზელენსკის, როგორც ომის პერიოდის ლიდერის, წარმატება ემყარება იმ ფაქტს, რომ სიმამაცე გადამდებია“, - წერს ჟურნალი 7 დეკემბრის სტატიაში, რომელშიც აცხადებს თავისი არჩევანის შესახებ.

ჟურნალმა წლის გმირებად დაასახელა ასევე ირანელი ქალები, რომლებიც ზაფხულიდან მოკიდებული მონაწილეობენ ქვეყანაში დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართულ მასობრივ საპროტესტო გამოსვლებში.

მანამდე ზელენსკი წლის ადამიანად გამოაცხადა ბრიტანულმა გაზეთმა Financial Times-მა. ისრაელის გამოცემა The Jerusalem Post-მა კი მას 2022 წლის ყველაზე გავლენიანი ებრაელი უწოდა.

Time-ის ვერსიით, წლის ადამიანები სხვადასხვა დროს გამხდარან სტალინი, ჰიტლერი, გორბაჩოვი, ბუში უმცროსი, ტრამპი და ბაიდენი. შარშან ეს წოდება მიენიჭა ბიზნესმენ ილონ მასკს.

ჟურნალს არაერთხელ განუცხადებია, რომ „წლის ადამიანი“ მოწონებას ან წახალისებას კი არ ნიშნავს, არამედ უბრალოდ ამა თუ იმ პიროვნების გავლენიანობის კონსტატაციაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG