Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის უზენაესი ლიდერის და ღია წერილში იმედოვნებს, რომ ძმის მმართველობის "ტირანია" დასრულდება


ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის და ბადრი ჰოსეინი ხამენეი.
ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის და ბადრი ჰოსეინი ხამენეი.

ბადრი ჰოსეინი ხამენეიმ, ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დამ, თავისი ძმა და მისი "დესპოტური ხალიფატი" გააკრიტიკა ღია წერილში, რომელშიც ის ასევე იმედს გამოთქვამს, რომ მის დამხობას იხილავს.

ბადრი ხამენეი წერილში, რომელიც მისი ვაჟის Twitter-ზე გამოქვეყნდა 6 დეკემბერს, თანაგრძნობას გამოხატავს დედების მიმართ, რომელთაც შვილები დაკარგეს ისლამურ რესპუბლიკასთან დაპირისპირების გამო და განაცხადა, რომ ის თავისი ძმის ქმედებების წინააღმდეგია.

"ხომეინის ისლამური რესპუბლიკის რეჟიმს და ალი ხამენეის ტანჯვისა და ჩაგვრის გარდა არაფერი მოუტანია ირანისთვის და ირანელებისთვის", დასძინა მან.

იგი გულისხმობდა აიათოლა ხომეინის, რომელიც ირანის პირველი უზენაესი მმართველი იყო 1979 წლიდან სიკვდილამდე, 1989 წლამდე. "იმედი მაქვს, მალე ვიხილავ ხალხის გამარჯვებას და ირანის მმართველი ტირანიის დამხობას,“ - აცხადებს ბადრი ხამენეი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG