Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ ითვლის ჩვენს ფიქრებს?


ავტორი: მიშო სორდია

ცხოვრებაში დგემა მომენტი როდესაც ისე ცუდად გრძნობ თავს, რომ ერთი სული გაქვს გაიხლიჩო ტანი, სუნთქვის გახშირების გამო შეგრძნება გაქვს რომ გულს გარეთ სურს გამოსვლა რომ უკეთ ჩაისუნთქოს ეს დამპალი ჰაერი, სამგლოვიარო მძიმე მუსიკა ისედაც დამძიმებულ ჰაერს ხელით იჭერს და სრესს, შორიდან ნელნელა მოჩანს მოატლასებულ ლავანდებით მონარინჯისფრად მოშრიალე გორაკიდან შავი ლაქა, რომელიც ირხევა მუსიკასთან ერთად მშვიდად, გამაყრუებელი განწირული კი დედის კივილი გაშეშებს, ყურებში ზმუილის გარდა არაფერი გესმის, ეს ჭირისუფალი იღვრება რუს მსგავსად, მოასწავლებენ მთელ სამყაროს, რომ მიცვალებული რომელიც იშვა მიწიდან პირისა უკანვე უნდა ჩააბრუნონ სამუდამოდ, სევდიანია ადამიანის სიცოცხლე ზოგადად, პატარაობიდან თითქოს აღქმა გიჭირს ყველაფრის შემდეგ როდესაც იწყებ გააზრებას და ცდილობ შეიგრძნო უამრავი საოცარი განცდები, გადახტე წყალში ფაფუკად განიცადო, როგორ ელამუნებიან შენს უგემურ ტანს მორცხვი ტალღები, ცდილობ სხვისი ტუჩები დაიჭირო და მოიტყუე შენსკენ, რათა სხვა ადამიანის უცნობი სითბო ჩაღვარო შენს შიგნეულობაში, იმედი გიცრუვდება და ტკივილსაც საკმაოდ ბერვს ატარებ, ზუსტად მაშინ იგებ, რომ ეს ყველაფერი უნდა გაქრეს, ეს ძალიან საშიში სისასტიკეა, მაგრამ ვახერხებთ, როგორღაც შევეგუოთ შორეული დამთვარების მომასწვალებელ ზარებს, რომლებიც გამუდმებით გვახსენებნ თავს და ამავე დროს თითქოს უფრო გვსურს რომ დაუვიწყარი და სიგიჟით სასვე იყოს ჩვენი ცხოვრება ზუსტად იმიტომ, რომ აღარ განმეორდება.

დაკარგული სულებივით დამოვგზაურობთ უგზვოუკლოდ ამ გათანგულ ქალაქში, არ ვიცი შეიძლება მძაფრად აღვიქვამ გარემოს, მაგრამ არ შეიძლება არ დაინახო ის ბევრი წვრილმანი, დაღლილი მოხუცები რომელებიც საღამო ჟამს გარეთ სხედან ყინვისგან გაბერვიათ თითები და ისე შემოგხედავენ თითქოს შიგ მუცელში შეგიყო ვინმემ ჭუჭყიანი ხელი და მოიფხიკა შიგნით გაქვს თუ არა სიმამაცე, ნაგვის ურნებში გადაყუდებული ქუჩის აკრობატები, მიწისქვეშა გადასასვლებში ძონძებში გახვეული ახალგზარდები რომლებიც ისე არიან მოკუნტულები თითქოს რომელიღაც ცნობილი მოქანდაკის ფიგურები იყვნენ, ერთიანობაში საშინელ სევდას, მოწყენილობას და ტკივილს იწვევს, ჩვენ ვერ ვამჩნევთ ხშირად, მიგვარბენინებს საკუთარი გამძღარი ჩრდილები კულტურულ და ინტელქტუალი მწვერვალებისკენ, რომ ავმაღლდეთ, ოდნავ მაინც ავცდეთ ნიადაგს, სულ ცოტათი ჰაერში, წვეთი არამქვეყნიური შეგრძნებების, ისეთი სისწრაფით მივექანებით დროის უსწორმასწორო გზებზე, რომ თავდაპირველი მიზანი გავვიწყდება, საკუთარ თავებს ვამწყვდევთ უდარდელ გამოქვაბულებში, საიდანაც არაფერი მოჩანს, ლამაზი ხედების გარდა, კომფორტულ ილუზიაში ცხოვრება საკაიფოა, ფიქორბ შემდეგ "აუ ამას ვერ ვუყურებ მგრუზავს რა", კარგია ვერაფერს იტყვი, იდელურ ტანებში იდელაური სულები სახლობენ, მიზიდულობის ძალაა, მალე ალბათ ბიოჰუმუსად ვაქცევთ, სასოფლო სამეურნოდ გამოსაყანებელ კომპოსტად იმ ადამინებს ვისი ცხოვრებაც ცოტათი "გვგრუზავს" და მოვიყვანთ ორგანულ პროდუქტს, რომ ვშობოთ ახალი მისტერ პრეზიდენტების თაობა, რომლებიც სულ მთლად ფაფუკ ღრუბლების ქალაქში იცხოვრებენ საიდანაც განკარგულებებს გასცემენ იმისა თუ ვინ არის ღირსი მზეზე გათბეს და ვინ არა, ფენტეზის ფილმებივით ბავშვებს ავღამღართავთ ცისკენ რომ ცოტათი უფრო გათბენ, არ დაჭკნენ, რათა სხვებმა შეძლონ მათ თავებზე გადარბენა, უეცრად რეალობას

ვუბრუნდები, გარეთ ვდგავარ გარეუბნის დამპალ სუპერმარკეტთან ვექაჩები იაფასიან თუთუნს, სიცივისგან ისე მახინჯად დამეჭმუწნა სახე, რომ თითქმის ვეღარაფერს ვხედავ, უეცრად ორი შუახნის მამაკაცი გამოდის, იქვე დგებიან და ციდან ჩამოვარდნილ თეთრ წერტილებს აკვირდებიან, ერთ-ერთი, რომელსაც უფრო ჭკვიანი ჰგონია თავი შედარებით მეორეზე, ეუბნება, "ეს რა თოვლია შეკრული წვიმაა, ჩინური პატენტია თუ ძმახარ", ნაკლებად არასანდომიანი მამაკაცი კი თან ოხრავს და თან ცდილობს ბგერები ისე დააწყოს რომ სიცილს წააგავდეს. რა ჯანდაბა დაემართა ამ ქალაქს?! მართლა დასავლეთის და აღმოსავლეთის უნიათო პატენტ ქვეყანად ჩამოვყალიბდებით მალე თუ ვერ მივუსწარით საკუთარ თავებს და არ გამოვაღვიძეთ უსასრულო ძილისაგან.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG