Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი: წინსვლა მიღწეულია ატომური ენერგეტიკის სააგენტოსთან ზაპოროჟიეს ატომური სადგურის თაობაზე


რუსი სამხედრო ზაპოროჟიეს ატომურ სადგურთან
რუსი სამხედრო ზაპოროჟიეს ატომურ სადგურთან

რუსეთი იტყობინება, რომ მოსკოვში გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის ვიზიტის დროს მიღწეულია წინსვლა ზაპოროჟიეს ატომური სადგურის საკითხზე.

გერმანიის რადიოს ცნობით, რომელიც ეყრდნობა რუსეთის ატომური უწყების, "როსატომის" ინფორმაციას, ორივე მხარე მიემხრო ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ინიციატივას, შეიქნას უსაფრთხოების ზონა ბირთვული ელექტროსადგურის გარშემო.

სააგენტოს ხელმძღვანელის, გროსის მოსკოვში ვიზიტი წარმოადგენს მცდელობას, განიმუხტოს დაძაბულობა რუსეთის არმიის მიერ დაკავებული და მიმდინარე ომში სამიზნედ ქცეული ზაპოროჟიის ატომური სადგურის გარშემო.

ვითარების განმუხტვის მიზნით, რუსეთმა, ამავე გეგმით, უნდა გაიყვანოს მძიმე შეიარაღება სადგურის ტერიტორიიდან.

XS
SM
MD
LG