Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა Patriot-ს „მოძველებული“ სისტემა უწოდა და "განადგურებით" დაემუქრა


სსკ Patriot-ი
სსკ Patriot-ი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის არმიისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Patriot-ის მიწოდება ომის გაჭიანურებას გამოიწვევს. რუსეთის ლიდერმა ამერიკულ კომპლექსს უწოდა „საკმაოდ მოძველებული სისტემა“, რომელიც, პუტინის თქმით, ვერ მუშაობას ისე, როგორც რუსული სისტემა С-300. „დაე, განათავსონ, ჩვენ მათ გავანადგურებთ“, - ასე გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინი Patriot-ის უკრაინაში განთავსების ცნობას.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტის დღეს თეთრმა სახლმა გამოაცხადა უკრაინისათვის მორიგი და შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, $1.85 მილიარდის მოცულობის სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც საგრძნობლად გაზრდის რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვით და შეტევით პოტენციალს.

აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენის თქმით, Patriot-ის ტიპის ხმელეთი-ჰაერის ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემა უკრაინისთვის უმნიშვნელოვანესი შენაძენი იქნება და მისი მიწოდება უკრაინისთვის ემსახურება თავდაცვით და არა ესკალაციის მიზნებს. ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სამხედრო დახმარება უკრაინისთვის გაგრძელდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება.

უცნობია, თუ როდის განლაგდება სისტემა Patriot-ის ბატარეა უკრაინაში. იმისათვის, რომ ამ თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო შეიარაღების გამოყენება შეძლონ უკრაინელი ოპერატორები გერმანიაში გაივლიან მომზადებას, რაც, როგორც წესი, რამდენიმე თვე გრძელდება. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ უკრაინა აღნიშნულ შეიარაღებას მიიღებს, კრემლმა განაცხადა, რომ როგორც კი Patriot-ის სისტემა უკრაინაში განლაგდება, იგი რუსეთის „მთავარი“ სამიზნე გახდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG