Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილი ხდება უკრაინის ქალაქებზე რუსეთის მასირებული სარაკეტო დარტყმების პირველი შედეგები

რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დანგრეული სახლი ზაპოროჟიეს რეგიონში. 29 დეკემბერი, 2022 წ.
რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დანგრეული სახლი ზაპოროჟიეს რეგიონში. 29 დეკემბერი, 2022 წ.

რუსეთის მასირებული სარაკეტო დარტყმების შედეგად, ელექტროენერგიის და წყლის გარეშე დარჩა უკრაინის არაერთი ქალაქი და ოლქი. მუშაობა შეაჩერა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა.

ლვოვის მერის, ანდრი სადოვის ინფორმაციით, ელექტროენერგია არ მიეწოდება ქალაქის 90%-ს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებს დიზელის გენერატორებით ამუშავებენ. ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება შეწყდა ქალაქ ოდესაშიც. ხარკოვში მუშაობა შეაჩერა მეტრომ. დედაქალაქ კიევსა და ოდესის ოლქში რუსული რაკეტების ნამსხვრევები მოხვდა საცხოვრებელ სახლებს. წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა 2 ადამიანი.

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ მასირებული სარაკეტო იერიში დღეს დილით განაახლეს, რასაც წინ უძღოდა უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმები ძირითადად, ხარკოვის ოლქზე.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, დღეს დილიდან საოკუპაციო ძალებმა უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით, სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავებიდან და გემებიდან შეუტიეს საჰაერო და საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტებით.

აფეთქებები იყო უკრაინის დედაქალაქ კიევში და ოდესის, ხარკოვის, ლვოვის, სუმის და სხვა ოლქებში. რუსული რაკეტების ნაწილი უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.

XS
SM
MD
LG