Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულის სამხედრო აეროპორტში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა


ქაბულის სამხედრო აეროპორტი. 2021 წ. 7 ივლისი.
ქაბულის სამხედრო აეროპორტი. 2021 წ. 7 ივლისი.

1 იანვარს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის სამხედრო აეროპორტში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ განაცხადა თალიბანის ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

„დღეს დილით აფეთქება მოხდა ქაბულის სამხედრო აეროპორტში, რომლის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა,“ განუცხადა Reuters-ს სამინისტროს პრესსპიკერმა აბდულ ნაფი ტაკორმა.

ავღანეთის ამჟამინდელ მთავრობას სისხლიან წინააღმდეგობას უწევს ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც უკანასკნელი კვირების განმავლობაში ქაბულში რამდენიმე საკვანძო მნიშვნელობის ობიექტზე განახორციელა თავდასხმები.

XS
SM
MD
LG