Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირია აცხადებს, რომ ისრაელმა დაბომბა დამასკის აეროპორტი


ისრაელმა იერიში მიიტანა სირიის დედაქალაქ დამასკზე. დარტყმის შედეგად მწყობრიდან არის გამოსული საერთაშორისო აეროპორტი. ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთისა და დასავლეთის მედიასაშუალებები იტყობინებიან სირიის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით. მათი მონაცემებით, დაიღუპა ორი ჯარისკაცი და ორი დაიჭრა.

სირიის ადამიანის უფლებების მონიტორინგის ცენტრი, რომელსაც დიდ ბრიტანეთში უდევს ბინა, იტყობინება, რომ ისრაელის ავიაციამ იერიში მიიტანა რადიკალური ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლასა“ და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ობიექტებზე.

სირიის მხარის ვერსიით, იერიში განხორციელდა გოლანის მაღლობების მხრიდან. ისრაელს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია მომხდარზე.

როგორც Reuters-ი შენიშნავს, შარშან ისრაელმა გააძლიერა დარტყმები სირიის აეროპორტებზე, მათ შორის დამასკის აეროპორტზე. ისრაელი ამგვარად ცდილობს, ირანს ხელი შეუშალოს იარაღის მიწოდებაში მოკავშირეებისთვის სირიასა და ლიბანში, მათ შორის „ჰეზბოლასთვის“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG