Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NASA-ს დირექტორი შიშობს, რომ ჩინეთმა მთვარეზე ნაკვეთები შეიძლება მიითვისოს


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

ჩინეთი შეიძლება შეეცადოს მიითვისოს მთვარის, რესურსებით მდიდარი, ნაკვეთები და აშშ მათზე არ დაუშვას.

ასეთი შიში გამოთქვა ამერიკული კოსმოსური სააგენტოს NASA-ს დირექტორმა ბილ ნელსონმა ჟურნალ Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში. "ფაქტია, რომ ჩვენ კოსმოსური შეჯიბრში ვართ ჩართული,“ - თქვა ნელსონმა, რომელიც თვლის, „უკეთესია თვალყური მივადევნოთ, რომ მათ მთვარეზე ნაკვეთები არ შემოღობონ, ვითომ სამეცნიერო კვლევებს ატარებენ.“

ნელსონი არ გამორიცხავს, რომ პეკინს შეუძლია თქვას, „მოშორდით აქედან, ჩვენ აქ ვართ, ეს ჩვენი ტერიტორიაა“.

პეკინი 2030-იან წლებში გეგმავს პირველი პილოტირებული ფრენების ორგანიზებას მთვარეზე. სავარაუდოდ, ჩინეთი გახდება მსოფლიოში მეორე ქვეყანა აშშ-ს შემდეგ, რომელიც შეძლებს ადამიანის დედამიწის თანამგზავრზე გაგზავნას. ბოლო წლების განმავლობაში, ჩინეთმა გაუშვა რამდენიმე თვითმავალი მთვარის ზედაპირის ნიმუშების შესაგროვებლად, მათ შორის - ისტორიაში პირველად - მთვარის მეორე მხარეს.

პენტაგონის ცნობით, ჩინეთის გეგმები მოიცავს არა მხოლოდ კოსმონავტების გაგზავნას დედამიწის თანამგზავრზე, არამედ იქ გადამცემის დაყენებასაც.

აშშ შიშობს, რომ თუ ჩინეთმა საკუთარი ინფრასტრუქტურა შექმნა მთვარეზე, შეიძლება დასავლეთის ქვეყნების მომავალ კოსმოსურ პროგრამებს კომუნიკაციაში ხელი შეუშალოს.

ჩინეთში ასეთ ბრალდებებს უარყოფენ. "ჩინეთი მხარს უჭერს კოსმოსის მშვიდობიან გამოყენებას და ეწინააღმდეგება მასში გამალებულ შეიარაღებას“. - თქვა ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს პრესმდივანმა ლიუ პენიუმ.

აშშ 2025 წლის ბოლომდე გეგმავს მთვარეზე ასტრონავტების დაშვებას. მთვარის მისიის ფარგლებში NASA აპირებს ეკიპაჟის გაგზავნას მთვარის ორბიტაზე 2024 წელს.

2021 წლის დეკემბერში მთვარეზე გაფრინდა კოსმოსური ხომალდი ასტრონავტების გარეშე.

მთვარის ამბიციური პროგრამა ადრე რუსეთმაც გამოაცხადა. „როსკოსმოსის“ ყოფილი ხელმძღვანელის, დმიტრი როგოზინის დაპირებით, თანამგზავრის გარშემო ხომალდი კოსმონავტებით 2024 წლისთვის უნდა გაგზავნილიყო, ხოლო მთვარეზე თავისი პირველი კოსმონავტების დაშვებას ის 2030 წლისთვის ვარაუდობდა. მოგვიანებით, „როსკოსმოსის“ გეგმაში გაშვების თარიღი გადაიდო ერთი წლით, ხოლო გაფრენა - ოთხი წლით. მაგრამ ექსპერტებს ეს ვადებიც არარეალურად მიაჩნიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG