Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იმ კითხვების შესახებ, რომლებიც სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას მებადება


ავტორი: ლალი ოქროშიძე

განსხვავებები ადამიანებს შორის ნორმალურია, ეს საზოგადოდ მიღებული ნორმაა.

ვიღაც რელიგიურია, ვიღაც ეკლესიური, ვიღაც გათხოვილია ან დაქორწინებული, ვიღაც არ ოჯახდება, ვიღაცას შვილი ყავს, ვიღაცას შვილის ყოლა არ უნდა, ვიღაც ვეგეტარიანელია, ვიღაც არაჯანსაღად იკვებება, ვიღაც ველოსიპედით დადის, ვიღაცას შინაური ცხოველი ყავს, ვიღაც ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, თუ როგორ გამოიყურება, ვიღაც იპრანჭება საუბრისას, ვიღაცას მუსიკალური სმენა არ აქვს, ვიღაცას მყრალი სუნი აქვს პირიდან, ვიღაც მაღალია, ვიღაც ნელა აზროვნებს, ვიღაც ძალიან ძლიერია მათემატიკაში, ვიღაც პროგრამისტია, ვიღაც საშინლად ატარებს მანქანას, ვიღაც ეწევა, ვიღაც არ აქცევს ყურადღებას იმას, თუ როგორ გამოიყურება, ვიღაცას საუბარზე შეგიძლია შეატყო, რომელი კუთხიდანაა, ვიღაც კარგად მღერის, ვიღაც გამუდმებით კევას ღეჭავს, ვიღაც ძალიან ნელა საუბრობს, ვიღაც დაბალია...

ადამიანებს ვახასიათებთ, საკუთარ თავსაც ვახასიათებთ. სუბიექტურად.

ჩვენ „ვთვლით“, რომ გარკვეული სიმაღლის ვართ, მაგალითად ამბობთ, რომ 174 სანტიმეტრი ხართ, მაშინ როცა მე (არ ვიტყუები, ან რა სიმაღლე მაქვს, რომ მოვიტყუო, ან რომ ვთქვა 2 მეტრი ვარ-მეთქი, როცა დამინახავთ, ვერ მიხვდებით ჩემ სიმაღლეს? ან რატომ უნდა მიმაჩნდეს ჩემი სიმაღლე მნიშვნელოვან ფაქტორად?) 168 სანტიმეტრი ვარ და ამ დროს ჩემი სიმაღლის ხართ, მართლა თვლით, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ?

ვის ატყუებთ?

რატომ ატყუებთ?

რა მიზანი გაქვთ?

სანტიმეტრი თქვენთვის არაზუსტი საზომია? არ ენდობით?

ჩვენ განვსჯით.

მე განვსჯი.

თუმცა ცილს არ გწამებთ.

ვთვლი, რომ არ გწამებთ.

ვთვლი, რომ ნორმალური ვარ, როგორც ჩვენ ყველა.

ვინ დააწესა ნორმალურობის საზომი ერთეული?

თუ ყველა ვთვლით, რომ ჩვენ ნორმალურები ვართ, ყველა ჩვენი ნაკლით, მაშინ არანორმალური ვინაა?

თუ სხვადასხვა ნაკლის ნაკრები ადამიანს არასასიამოვნოს, არანორმალურს ხდის ჩვენთვის, მაშინ მხოლოდ უნაკლოები ითვლებიან ნორმალურებად?

უნაკლო ვინ არის?

ნორმალურია თუ არა, როცა აზრის გადმოსაცემად სარკაზმს ვიყენებთ? რატომ? ორივე პასუხის შემთხვევაში მაინტერესებს.

რატომ არ გვსიამოვნებს, როცა სხვაზე, ან ჩვენ თავზე ან კონკრეტულად შენზე, ღიად ვსაუბრობთ?

ვის ვემალებით?

რატომ გვგონია, რომ ჩვენი თავი სხვაგვარად უნდა წარმოვაჩინოთ, ფოტოებისთვის ფილტრი გამოვიყენოთ, დავმალოთ წონა, ასაკი.

ვისთვის ვაკეთებთ ამას?

რატომ არ შეგვიძლია მივიღოთ ის ფაქტი, რომ სხვამ შეიძლება ჩვენზე მეტი იცოდეს?

ან, შეიძლება კონკრეტული საკითხის გარშემო იცოდეს მეტი, რითიც ჩვენ არ გვაკნინებს, რადგან ჩვენ სხვა ცოდნით ვაკომპენსირებთ ჩვენს უცოდინრობას. მაგრამ რატომ არ ვთმობთ და რატომ არ ვაღიარებთ, რომ რამე არ ვიცით?

რატომ არ ვაღიარებთ, როცა ვცდებით?

მხოლოდ სიამაყის გამო? თუ ეს უვიცობის ბრალია?

ვინ შთაგვაგონა, რომ მხოლოდ ისე შეიძლება მოქცევა, როგორც ვიქცევით და არა სხვაგვარად?

ან ვინ თქვა, რომ თუ ვინმეს არასწორ საქციელზე მივუთითებთ, რომელიმე ჩვენგანი „უფრო მეტად“ მართალია?

რატომ ვფიქრობთ, რომ თუ ჩვენ გვცხელა და სხვას სცივა, ფანჯარა უნდა გავხსნათ და ტემპერატურის ჩვენი აღქმაა მხოლოდ სწორი?

იქნებ კლიმაქსი გვაქვს და ალები?

ან იქნებ ის სხვაა ავად?

ან იქნებ არცერთი არ ვართ არანორმალური და უბრალოდ სხვადასხვაგვარი აღქმა გვაქვს?

ვინ უნდა დათმოს?

რატომ არ ვთმობთ?

რატომ უნდა დავთმოთ?

ესეც სიამაყეა თუ სითავხედე?

თუ ბალეტზე მივდივარ და ლოჟაში მხოლოდ სამი ადგილი მჭირდება, მაგრამ მეოთხესაც ვყიდულობ, უცხო რომ არ დამიჯდეს, რატომ ვარ არანორმალური?

ამას ვინმე თუ გაიგებს, რატომ მახსნევინებს ასე მოქცევის მიზეზს?

თავი რატომ უნდა გავიმართლო?

ვის წინაშე უნდა გავიმართლო?

თუ თანამშრომლებთან შეხვედრა არასამუშაო დროს არ მინდა, რატომ ცდილობენ ჩემს გადარწმუნებას?

რატომ ითვლება შეხვედრის სურვილი ნორმალურად და შეხვედრის სურვილის არქონა - არასასურველ ქმედებად?

ვისთვის არის ეს არასასურველი?

რატომ ვადარებთ ერთმანეთს ყველას და ყველაფერს?

რატომ უნდა გააკეთოს სხვამ ისე, იცხოვროს ისე, განვლოს გზა ისე, როგორც ჩვენ?

თუ სხვაგვარად იქცევა, რატომ განვსჯით?

„არა, შენ არასწორად ფიქრობ“.

ვინ თქვა, რომ თქვენ ფიქრობთ სწორად?

სწორედ ამას განვიხილავდი ჩემს თანამშრომელთან და იცით რა თქვა?

  • გამოდის არავისთან უნდა ილაპარაკო.

ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ასეა. ყველა ცდილობს სხვა ადამიანის აზრის შეცვლას.

მაგრამ მიზეზი ვერ ამიხსნა.

მხოლოდ ის თქვა, რომ „მაგალითად ძაღლის ყოლა კაი საქმეა და სხვამ შეიძლება ამაში დაიწყოს შენი დარწმუნება და დაგარწმუნოს კიდეც“.

ჯერ ერთი, ვერ გადამარწმუნებს, მაქვს ჩემი მოსაზრებები, შეხედულებები და მიზეზები.

ისიც კი არ მოისმინა, რატომ არ მინდა მყავდეს ძაღლი.

რომ დედაჩემს არ შეუძლია ცხოველებთან სიახლოვე.

რომ მთელი დღე ძაღლი სახლში მარტო უნდა იყოს, თუ ოთახში გამოვკეტავ და მეცოდება სიმარტოვისთვის.

მაგრამ, მოდი დედაჩემსაც შევუცვლი აზრს.

დავარწმუნებ, რომ შეუძლია ცხოველებთან ყოფნა.

დავაძალებ.

„ავუხსნი“, რომ არასწორად ფიქრობს.

იმისთვის, რომ ჩემმა თანამშრომელმა მე გადამარწმუნოს და ამაში მაინც იყოს წარმატებული.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG