Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პლანეტა სიყვარულმა იხსნა!“


ავტორი: ნიკოლოზ ჩარტია

მშფოთვარე ზღვის ბობოქარმა ტალღებმა შთანთქა მზის

მაცოცხლებელი ნათება, „წვიმისფერი“ ქურქი მოისხა კაცობრიობის

ცოდვით დამძიმებულმა სამყარომ,სასოწარკვეთამ კი ღრმად გაიდგა

ფესვები სევდით ნაგვემ გულებში...

ნაცრისფრად ჩამოღვენთილი ცის კარიდან ნაზამთრალი პლანეტის

გოდებამ შეძრა სამყარო...

გამაფრთხილებლად ჟღერდა მისი იდუმალი ხმა და მიწიერთ

საბრძოლველად უხმობდა: „სანამ სიკვდილის სამსალას შესვამ,

ადამიანო, სიცოცხლე ფასეულად აქციე!“...

პლანეტა შველას ითხოვდა...

ადამიანებმაც ჯავშანი შეკრეს მის დასაცავად. თითქოს

ხელიხელჩაჭიდებული დაუსრულებელ რგოლებად შემოერტყნენ

დედამიწას... აღარ არსებობდა მტრობა, შური,

გაუტანლობა...ადამიანებმა დროებით დაივიწყეს ყველა მანკიერება

და სუფთა,წრფელი გრძნობით სავსე გული გაუღეს ერთურთს ...

სალბუნად დაედვა ეს სიყვარული დაკოდილ პლანეტას და დაუამა

ტკივილი...რა მარტივი ყოფილა ცხოვრება სიძულვილის გარეშე და რა

რთული - უსიყვარულოდ!... ახლა მივხვდი, რას ითხოვდა პლანეტა:

ის ხომ სიყვარულს ითხოვდა!.. რომელიც ასე აკლდა მას!... მივხვდი,

რომ ეს განგაშის ზარი იყო...პლანეტის კვნესა იყო!... ღმერთო, როგორ

გადავგვარდით ასე: ვცხოვრობთ განდიდებისათვის, ვიბრძვით

ამაღლებისათვის, ვცოცხლობთ საკუთარი მესთვის.... ამიტომაც

უწოდა, ალბათ, ადამიანს სიყვარულსა და თანადგომას

მოკლებულმა ქართველმა მგოსანმა, ნიკოლოზ ბარათაშვილმა

„აღუვსებელი საწყაული“...განა, მიღწეული გვაკმაყოფილებს?...

ვიღწვით და ვიბრძვით „იმ მიწისთვის“, „რომელიც დღეს თუ ხვალ

ჩვენვე ვიქნებით“...

პლანეტა სიყვარულმა იხსნა!

ერთბაშად გაიღო ყველა დახურული კარი და იფეთქა, იხუვლა

სიცოცხლემ კედლებს მიღმა... გაირღვა განშორების მძიმე

ბორკილები...თითქოს სხვა ცა დავინახე იმ დღეს... სხვა ცა და სხვა

ღიმილი... სიყვარულის ხატჩასვენებული თვალებით მომზირალი სხვა

ადამიანები... და ცის კიდობანზე შემოსკუპული უფრო მხურვალე,

მომღიმარი,იმედის მომცემი მზე...

როგორ ვოცნებობდი ასეთ სამყაროზე?!... დედამიწაზე ფენილი ეს

სიყვარული ჩემშიც ჩაიღვარა და "უმნიშვნელო" მინავლებული

ნაპერწკალი,ცეცხლის უშველებელ ენებად აქცია... ზეცას ავხედე და

სულში ნათელი ჩამისახლდა: მარიამ ღვთისმშობელი დაჰყურებდა

მის წილხვედრ ქვეყანას და კრძაალვით ჯვარს სახავდა ....

ავმაღლდი, გავძლიერდი, გავდიდგულდი ... და ... „საკუთარ ცაზე

საკუთარი ფრთებით ფრენა“ მომინდა!...

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG