Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ ეცერში ორი ადამიანის მკვლელობისა და ერთის დაჭრისთვის პოლიციამ ორი პირი დააკავა


საილუსტრაციო ფოტო: პოლიციის ლენტი
საილუსტრაციო ფოტო: პოლიციის ლენტი

2 იანვრის ღამეს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ორი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. გარდაცვლილები 37 და 28 წლის კაცები იყვნენ. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი იყო.

დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული ორი ადამიანი დააკავა, რომელთაგან ერთი, 70 წლის წარსულში ნასამართლევი, მეორე კი 25 წლის კაცია. გამოძიების ვერსიით, "დაპირისპირება რამდენიმე პირს შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა".

გამოძიება მომხდარზე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

XS
SM
MD
LG