Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთ წელიწადში ბოსტნეული 27,4%-ით, პური 22,1%-ით გაძვირდა - წლიური ინფლაცია 9.8%-ია


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.3%-ით შემცირდა და წლიურმა ინფლაციამ 9.8% შეადგინა.

ეს იმას ნიშნავს, რომ იმ პროდუქტზე, რომელზეც გასულ წელს ადამიანი 100 ლარს იხდიდა, ახლა 109 ლარის და 80 თეთრის დახარჯვა უწევს.

საქსტატის მონაცემებით, ფასები განსაკუთრებით გაიზარდა სურსათზე (16,3%-ით) და საცხოვრებელზე (15,8%-ით), რაც ასევე მოიცავს გადასახადებს წყლისთვის, ელ.ენერგიისა და ბუნებრივი აირისთვის. 40%-მდეა გაზრდილი საცხოვრებლის ფაქტიური გადასახადი.

2021 წელთან შედარებით, 2022 წელს ფასების ზრდის მაჩვენებლები სხვადასხვა პროდუქტისა და სერვისისთვის ასეთია:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული - 27.4%;
  • პური და პურპროდუქტები - 22.1%;
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 21.4%;
  • ყავა, ჩაი და კაკაო - 18.4%;
  • რძე, ყველი და კვერცხი - 17.5%;
  • თევზეული - 13.4 %;
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები - 9,7 %;
  • ზეთი და ცხიმი - 6,8 %;
  • ხილი და ყურძენი - 6,4%;
  • ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე - 37,4%;
  • საცხოვრებლის მოვლა და შეკეთება - 10,9 %;
  • ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები - 5,1 %;
  • სატრანსპორტო მომსახურება - 11,6%;
  • პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია - 5.2%;
  • მომსახურება სასტუმროებში, კაფეებსა და რესტორნებში - 14,8%;
  • განათლება - 6,6%.

2021 წელს ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 13,9% იყო, თუმცა მაშინ, ყველაზე მეტად გაძვირებული იყო არა სურსათი, არამედ საცხოვრებელი და ტრანსპორტი.

XS
SM
MD
LG