Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ სამოქალაქო ობიექტებზე იერიშებისთვის პირველი ბრალდებები წაუყენა რუსეთის მაღალჩინოსნებს


უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ იერიშებისთვის პირველი ბრალდებები წაუყენა რუსეთის შეიარაღებული ძალების ორ მაღალი რანგის წარმომადგენელს - რუსეთის ფედერაციის საჰაერო-კოსმოსური ძალების შორეული ავიაციის სარდალს, გენერალ-პოლკოვნიკ სერგეი კობილაშს და რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის ყოფილ სარდალს, ადმირალ იგორ ოსიპოვს.

მათ ბრალი ედებათ აგრესიული ომის მომზადებასა და წარმოებაში, ასევე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, გენერალი კობილაში ხელმძღვანელობს მასირებულ სარაკეტო იერიშებს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ადმირალი ოსიპოვი კი 10 აგვისტომდე ბრძანებებს გასცემდა შავი ზღვის აკვატორიიდან უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების განხორციელების შესახებ.

ეს პირველი ბრალდებებია, რომლებიც უშუალოდ სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ იერიშებთან არის დაკავშირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG