Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკი: ბელარუსი და რუსეთი ჩაატარებენ ერთობლივ საჰაერო წვრთნებს


ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკა ბრესტის ოლქში, 230-ე კომბინირებულ სამხედრო პოლიგონზე. 2023 წლის 6 იანვარი
ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკა ბრესტის ოლქში, 230-ე კომბინირებულ სამხედრო პოლიგონზე. 2023 წლის 6 იანვარი

მომავალი კვირიდან ბელარუსი და რუსეთი ერთობლივ საჰაერო წვრთნებს ჩაატარებენ, იმ ფონზე, როცა მატულობს შეშფოთება, რომ მინსკი, შესაძლოა, შეუერთდეს მოსკოვის შეჭრას უკრაინაში.

მოკავშირეები წვრთნებს ბელარუსში გამართავენ, 15 იანვრიდან 1 თებერვლამდე - აცხადებს ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო.

ბელარუსის თანახმად, წვრთნაში მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნის საჰაერო ძალები, საჰაერო ძალების საწვრთნელი ბაზები და საჰაერო თავდაცვითი ძალები.

მინსკის განცხადებით, წვრთნისთვის მზადების პროცესში რუსეთმა უკვე დაიწყო ბელარუსისთვის აღჭურვილობის გაგზავნა.

მინსკს ნათქვამი აქვს, რომ უკრაინის ომში არ ჩაერთვება, თუმცა რუსეთმა ბელარუსი გამოიყენა შარშან 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრისთვის და ბელარუსის საჰაერო სივრცეს კვლავ იყენებს დრონებით და რაკეტებით იერიშების მისატანად, აცხადებს კიევი.

XS
SM
MD
LG