Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენის ვიცეპრეზიდენტობის დროინდელ ოფისში კონფიდენციალური დოკუმენტები ნახეს


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ვაშინგტონი. 21 დეკემბერი, 2022 წელი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ვაშინგტონი. 21 დეკემბერი, 2022 წელი

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო იკვლევს, როგორ ეპყრობა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონფიდენციალურ დოკუმენტებს.

ამერიკის მედიის თანახმად, საქმე ეხება ბაიდენის ვიცეპრეზიდენტობის დროინდელ მასალებს, რომლებიც პოტენციურად კონფიდენციალური ან საიდუმლო შეიძლება იყოს.

მასალები ნახეს ბაიდენის ადვოკატებმა, როცა ისინი ვაშინგტონის ცენტრში ამჟამინდელი პრეზიდენტის ყოფილ ბიუროს ცლიდნენ, იტყობინება თეთრი სახლი. ბაიდენი ბიუროს იყენებდა 2017-2019 წლებში.

განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელმა რიჩარდ საუბერმა ილაპარაკა დახურულ კარადაში შენახულ, კონფიდენციალურად შეფასებულ მცირე რაოდენობის დოკუმენტებზე.

მასალები ბაიდენის ადვოკატებმა ნახვიდან მეორე დღეს გადასცეს სახელმწიფო არქივს. დოკუმენტები არ წარმოადგენს „ადრინდელი მოთხოვნის, ანუ გამოძიების საგანს“. საუბერმა ასევე განაცხადა, რომ ბაიდენის ადვოკატები მუშაობენ, რათა დაადგინონ, ინახება თუ არა ობამა-ბაიდენის მთავრობის ყველა მასალა არქივში წესის თანახმად.

ნაპოვნი მასალების თემა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ამასწინანდელი მსგავსი ამბის გამო: მიმდინარეობს გამოძიება ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ, თეთრი სახლის დატოვების შემდეგ საკუთარ ადგილ-სამყოფელში საიდუმლო სამთავრობო მასალების წაღებისთვის.

ტრამპი უგულებელყოფს მოთხოვნას, ითანამშრომლოს თეთრი სახლიდან წაღებული მასალების უკან დაბრუნების საქმეში.

XS
SM
MD
LG