Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერობენ ექსპრემიერი და ნატოს ყოფილი გენერალი


ერთ-ერთი საარჩევნო უბანი ჩეხეთში
ერთ-ერთი საარჩევნო უბანი ჩეხეთში

14 იანვარს ჩეხეთში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, სადაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს ყოფილმა-პრემიერ მინისტრმა, მილიარდერმა ანდრეი ბაბიშმა და ამჟამად პენსიაზე გასულმა ნატოს გენერალმა, პეტრ პაველმა.

ბაბიშს ერგო ხმების 36.02 პროცენტი, პაველს - 34.38, ხოლო ეკონომისტი დანუსე ნერუდოვა მესამე ადგილზე გავიდა, 13.85 პროცენტით - იუწყება ჩეხეთის სტატისტიკის სამსახური, ბიულეტენების 90 პროცენტის დათვლის შემდეგ.

ბაბიშსა და პაველს შორის მეორე ტური 27-28 იანვარს გაიმართება. გამარჯვებული შეცვლის მილოშ ზემანს, ხმამაღალ და საზოგადოებაში ხშირად უთანხმოების გამომწვევ პოლიტიკოსს.

ახალი პრეზიდენტი რამდენიმე გამოწვევის წინაშე იქნება, მათ შორის რეკორდულად მაღალი ინფლაციისა ამ, 10.5 მილიონი ადამიანისგან შემდგარი მოსახლეობის მქონე ქვეყანაში - ისევე, როგორც საჯარო ფინანსების დეფიციტის, რაც უკრაინაში ომს უკავშირდება.

ბიზნესმენი და ყოფილი პრემიერი, 68 წლის ბაბიში მეხუთეა ჩეხეთის რესპუბლიკის უმდიდრეს მოქალაქეთა სიაში, ჟურნალ ფორბსის მონაცემების მიხედვით.

61 წლის პაველი ყოფილი საჰაერო მედესანტეა. მას გმირის წოდება მიენიჭა სერბეთ-ხორვატიის ომში, რომლის დროსაც მონაწილეობა მიიღო საომარი ზონიდან საფრანგეთის სამხედროების გამოხსნაში. ამის შემდეგ პაველი იყო ჩეხეთის გენერალური შტაბის უფროსი და ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი.

XS
SM
MD
LG