Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კიევში გაემგზავრა


ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი გაემგზავრა კიევში, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალს და პარლამენტის წევრებს შეხვდება.

ტვიტერზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში მიშელი ამბობს, რომ უკრაინელები იბრძვიან არა მხოლოდ საკუთარი მიწისთვის და შვილების მომავლისთვის, არამედ მშვიდობისა და კეთილდღეობის საერთო ევროპული ფასეულობებისთვისაც, მათ სჭირდებათ მხარდაჭერა და ამას იმსახურებენ.

მიშელის ინფორმაციით, პრეზიდენტ ზელენსკისა და მის გუნდთან განიხილავს კონკრეტულ ზომებს უკრაინის გასაძლიერებლად.

18 იანვარს, ევროპარლამენტში გამოსვლისას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის ტანკების და სხვა საჭირო შეიარაღების მიწოდებას.

XS
SM
MD
LG