Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას, ერდოანი მას მოსკოვსა და კიევს შორის შუამავლობას სთავაზობს


 თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი

Reuters-ის სააგენტო ავრცელებს ცნობას თურქეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაზე დაყრდნობით, რომ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, 20 იანვარს, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას, გაიმეორა თავისი შეთავაზება რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლობის შესახებ.

ერდოანმა ასევე სამძიმარი გამოხატა უკრაინაში ოთხშაბათს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა მიმართ, ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ერდოანმა 16 იანვარს ტელეფონით ილაპარაკეს და განიხილეს უკრაინასა და რუსეთს შორის პატიმართა შესაძლო გაცვლის საკითხი.

კრემლი აღნიშნავდა, რომ სატელეფონო საუბარში ორმა ლიდერმა "კვლავ გაცვალა შეხედულებები უკრაინის გარშემო არსებულ ვითარებაზე", მათ შორის, გრძელვადიანი მშვიდობის პერსპექტივაზე და შავი ზღვით უკრაინის მარცვლეულის ექსპორტზე.

უკრაინის წარმომადგენლებს არ მიუღიათ მონაწილეობა საუბარში.

ერდოანი მოსკოვთანაც და კიევთანაც თავის მეგობრულ კავშირებზე დაყრდნობით ცდილობს შუამავლად გამოვიდეს ომში, რომელიც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში დაიწყო.

XS
SM
MD
LG