Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოლცი: გერმანია უკრაინას დაეხმარება იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება ევროპაში მშვიდობისთვის


გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი (მარცხნივ) და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. პარიზი, 2022 წ. 22 იანვარი.
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი (მარცხნივ) და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. პარიზი, 2022 წ. 22 იანვარი.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა განაგრძობს უკრაინის დახმარებას, ვინაიდან ეს ევროპაში მშვიდობის დასამყარებლად არის აუცილებელი.

„ერთად გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება. ჩვენ მას მივცემთ ყველაფერს, რაც საჭიროა ევროპაში მშვიდობის პროექტის დაცვისთვის“, - თქვა შოლცმა პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ევროპას აღარ სჭირდება იმაზე ფიქრი, რომ „არ დაუშვას ომი ჩვენი კავშირის წევრებს შორის“. ამის ნაცვლად, შოლცის თქმით, მან „მშვიდობის ჩვენი ევროპული წესი და ჩვენი ღირებულებები უნდა დაიცვას ჩვენს კავშირში ცენტრიდანული ძალებისგან, მაგრამ პირველ რიგში - გარეშე მუქარისგან“.

მაკრონმა და შოლცმა დღეს პარიზში აღნიშნეს 60 წლისთავი ელისეს ხელშეკრულებისა - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საფრანგეთსა და გერმანიას შორის თანამშრომლობის ფუძემდებელი დოკუმენტისა. შეხვედრაზე მაკრონმა განაცხადა, რომ ორი ქვეყანა ევროპის ხელახლა შექმნის "პიონერები" უნდა გახდნენ.

შოლცს უკანასკნელ ხანებში აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მას არ სურს გასცეს განკარგულება კიევისთვის გერმანული ტანკების, Leopard 2-ების გაგზავნის თაობაზე. ბერლინის თანხმობის გარეშე უკრაინა არა მხოლოდ გერმანიისგან ვერ იღებს ამ მძლავრ იარაღს, არამედ ვერც იმ ქვეყნებისგან, რომლებსაც ისინი მოეპოვება შეიარაღებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG