Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს


გიორგი (დუჩა) ბეროზაშვილი
გიორგი (დუჩა) ბეროზაშვილი

დამამძიმებელ გარემოებაში მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს, გიორგი (დუჩა) ბეროზაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა დღეს, 23 იანვარს, გამოაცხადა.

შემთხვევა თბილისში, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში 2022 წლის 27 აპრილს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, დამნაშავემ ოჯახის სხვა წევრების სახლიდან წასვლის შემდეგ მძინარე მშობლებს - მამას, ზაზა ბეროზაშვილს და დედას, ლალი თავაძეს - თავის არეში ესროლა. მიყენებული დაზიანების შედეგად ორივე ადგილზე გარდაიცვალა.

"მკვლელობის შემდეგ დ.ბ.-მ კვალის წაშლის მიზნით სახლში ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო, რის შემდეგ დანაშაულის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გააჩინა და ბუნებრივი აირის ონკანი გახსნა. სამართალდამცველებმა დ.ბ. 28 აპრილს დააკავეს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს", - ეწერა 2022 წლის 29 აპრილს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი ბეროზაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის განზრახ მკვლელობა). ამ დანაშაულისთვის მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG