Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელი: უკრაინა ატომურ სადგურებში იარაღს არ ინახავს


გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი. 20 იანვარი, 2023 წელი
გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი. 20 იანვარი, 2023 წელი

გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ თქვა, რომ უკრაინის ატომური ელექტროსადგურების ინსპექციის შედეგად იქ ვერ მიაგნეს სამხედრო აღჭურვილობას.

გროსიმ ეს განაცხადა ევროპარლამენტში გამოსვლისას 24 იანვარს და ამით უპასუხა რუსეთის ბრალდებას, რომ უკრაინა იარაღს ინახავს ბირთვულ სადგურებში.

გროსის სიტყვები სააგენტო Reuters-ს მოჰყავს, მან ევროპის პარლამენტარებს უთხრა, რომ „ინსპექციის დასკვნა უარყოფითი იყო“.

გროსის ეს ნათქვამი გაისმა ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც რუსეთის საგარეო დაზვერვამ უკრაინას ბრალად დასდო დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღის ბირთვულ ობიექტებზე შენახვა. გროსიმ თქვა ასევე, რომ გაეროს „ბირთვულმა სააგენტომ შეძლო უკვე მეორედ, "უარეყო ბრალდება უკანონო და ძალიან სახიფათო ქმედებაში“ ამ ობიექტებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG