Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დადასტურდა უკრაინაში ევაკუაციისას ორი ბრიტანელი მოხალისის დაღუპვა


ჰუმანიტარული დახმარების ბრიტანელი მოხალისის, კრის პერის ფოტო, რომელიც გავრცელდა სოციალურ ქსელში 2023 წლის 5 იანვარს
ჰუმანიტარული დახმარების ბრიტანელი მოხალისის, კრის პერის ფოტო, რომელიც გავრცელდა სოციალურ ქსელში 2023 წლის 5 იანვარს

დადასტურდა, რომ ჰუმანიტარული დახმარების ბრიტანელი მოხალისეები, კრის პერი და ენდრიუ ბეგშოუ, დაიღუპნენ აღმოსავლეთ უკრაინაში ჰუმანიტარული ევაკუაციის მცდელობის დროს. ცნობა პერის ოჯახმა მათი დაკარგვიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, 24 იანვარს გაავრცელა.

„დიდი მწუხარებით უნდა გამოვაცხადოთ, რომ ჩვენი საყვარელი კრისი თავის კოლეგასთან, ენდრიუ ბეგშოუსთან ერთად მოკლეს, როდესაც ევაკუაციას ცდილობდნენ სოლედარიდან, აღმოსავლეთ უკრაინაში“, - ნათქვამია ოჯახის განცხადებაში.

”ჩვენ ძალიან ვამაყობთ მისი თავდაუზოგავი გადაწყვეტილების გამო, დახმარებოდა მოხუცებს, ახალგაზრდებს და გაჭირვებულებს", - ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტოს თანახმად, იანვრის დასაწყისში რუსულმა კერძო სამხედრო შენაერთმა „ვაგნერმა“ განაცხადა, რომ მისმა სამხედროებმა იპოვეს ერთ-ერთი პირის ცხედარი, რომელიც, სავარაუდოდ, დაკარგული იყო აღმოსავლეთ უკრაინაში. ორი ბრიტანელის სიკვდილის სხვა გარემოებები არ არის ცნობილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG