Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Bloomberg-ი: აშშ მზად არის, უკრაინას გადასცეს 31 ტანკი Abrams-ი


ტანკი M1A2 Abrams-ი ვაზიანის მახლობლად გამართულ ერთობლივ წვრთნაზე. 2016 წ. 18 მაისი.
ტანკი M1A2 Abrams-ი ვაზიანის მახლობლად გამართულ ერთობლივ წვრთნაზე. 2016 წ. 18 მაისი.

Bloomberg-ი იტყობინება, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მზად არის, უკრაინას გადასცეს 400 მილიონი დოლარის ღირებულების 31 ტანკი Abrams-ი. სხვა დეტალებს არ იტყობინებიან.

მანამდე აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ჯერჯერობით არ არიან მზად უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის Abrams-ების გადასაცემად. მაგრამ სამშაბათს დასავლეთის ერთდროულად რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ცნობები ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით, რომ თეთრი სახლი მზად არის, შეცვალოს ასეთი პოლიტიკა და დაიწყოს უკრაინისთვის ამერიკული ტანკების მიწოდება.

Bloomberg-ის თანახმად, ტანკების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებაზე უახლოეს ხანებში გაკეთდება აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალური განცხადება.

სამშაბათს გერმანიის ხელისუფლებამ მას შემდეგ, რაც დიდხანს ითრევდა ფეხს, გამოაცხადა, რომ თავის მძიმე ტანკებს, Leopard 2-ებს გაუგზავნის უკრაინას. ასევე მესამე ქვეყნებს უკრაინაში მათი რეექსპორტის უფლებას მისცემს.

გერმანიაში მალე დაიწყება უკრაინელი სამხედროების წვრთნა და, ამავე დროს, გერმანია გამოვა ლოგისტიკური დახმარებით და საჭირო საბრძოლო მასალებით, ნათქვამია გერმანიის მთავრობის განცხადებაში, რომელიც 25 იანვარს გამოქვეყნდა.

XS
SM
MD
LG