Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში ჩავიდა შეერთებული შტატების ახალი ელჩი


ფოტო არქივიდან. ლინ ტრეისი
ფოტო არქივიდან. ლინ ტრეისი

მოსკოვში ჩავიდა ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი ლინ ტრეისი. ის პირველი ქალია, რომელიც ვაშინგტონმა რუსეთში ელჩად დანიშნა. ტრეისის მოსკოვში ამერიკის დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელობა დაევალა უკრაინაში ომის გამო უკიდურესად რთულ ვითარებაში.

შეერთებული შტატების საელჩომ დღეს, 26 იანვარს, ტელეგრამზე გამოაქვეყნა ლინ ტრეისის ფოტო, რომელიც მოსკოვის აეროპორტშია გადაღებული.

ტრეისის უკვე აქვს რუსეთში მუშაობის გამოცდილება. 2014-2017 წლებში ის იყო მოსკოვში აშშ-ის ელჩის მოადგილე.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთში ელჩის თანამდებობაზე ლინ ტრეისის კანდიდატურა 2022 წლის სექტემბერში წარადგინა მას შემდეგ, არც უფლებამოსილება ამოეწურა ელჩს, ჯონ სალივანს. სენატმა ტრეისის დანიშვნას მხარი დეკემბერში დაუჭირა.

ლინ ტრეისი 2019 წლის იანვრიდან იყო აშშ-ის ელჩი სომხეთში. მანამდე, სხვადასხვა დროს, ამერიკის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მუშაობდა თურქმენეთში, ყაზახეთში, პაკისტანსა და ავღანეთში. 2001-2002 წლებში სახელმწიფო დეპარტამენტში კოორდინაციას უწევდა საქართველოს საკითხებს.

XS
SM
MD
LG