Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმაა


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

რუსეთის სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შემდეგ, უკრაინაზე მიიტანეს სარაკეტო იერიში. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დილიდან საჰაერო განგაშია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქებებია კიევის, დნეპროპეტროვსკის, ხმელნიცკის, ვინიცის, ნიკოლაევის და ოდესის ოლქებში. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი ტელეგრამზე წერს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ რამდენიმე რუსული რაკეტა უკვე ჩამოაგდო.

წუხელ რუსეთმა უკრაინაზე იერიში მიიტანა უპილოტო საფრენი აპარატებით. უკრაინის არმიის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, ჩამოაგდეს 24 ირანული "კამიკაძე-დრონი".

XS
SM
MD
LG