Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევზე, ოდესასა და სხვა ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა გრძელდება


ოდესა
ოდესა

რუსეთი განაგრძობს უკრაინაზე მასირებულ სარაკეტო შეტევას. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, აფეთქებები მოხდა დედაქალაქის დნეპრის რაიონში. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

წინასწარი მონაცემებით, ქალაქ ოდესაში დაზიანებულია ორი ენერგოობიექტი. აფეთქებებია ვინიცის, ჟიტომირის, დნეპროპეტროვსკის და სხვა ოლქებშიც. ამოქმედებულია უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა.

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე მასირებული სარაკეტო შეტევა დღეს დილიდან დაიწყეს, წუხელ კი, იერიში მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებით. უკრაინის არმიის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, ჩამოაგდეს 24 ირანული "კამიკაძე-დრონი".

XS
SM
MD
LG