Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი დასავლეთს ადანაშაულებს უკრაინის ომში სულ უფრო მეტად ჩართვაში


რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი

კრემლში აცხადებენ, რომ „კოლექტიური დასავლეთი“ სულ უფრო მეტად ერთვება უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დღეს, 26 იანვარს, მოსკოვში ჟურნალისტებს უთხრა, რომ „კატეგორიულად არ ეთანხმებიან“ ევროპის დედაქალაქებისა და ვაშინგტონის განცხადებებს, რომ უკრაინისთვის შეიარაღების სხვადასხვა სისტემის, მათ შორის ტანკების გაგზავნა არ ნიშნავს საბრძოლო მოქმედებებში ამ ქვეყნების ან ნატოს ჩართვას.

პესკოვის განცხადებით, რუსეთი ამ ყველაფერს აღიქვამს კონფლიქტში პირდაპირ ჩართვად, რომელიც იზრდება. მიუხედავად ამისა, როგორც კრემლის პრესმდივანმა თქვა, დღის წესრიგში არ დგას უკრაინაში მიმდინარე „სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის“ სტატუსის შეცვლის საკითხი.

25 იანვარს გერმანიის მთავრობამ და აშშ-ის ადმინისტრაციამ განაცხადეს, რომ უკრაინას გადასცემენ 14 გერმანულ ტანკს Leopard 2 და 31 ამერიკულ ტანკს Abrams. გარდა ამისა, ბერლინმა უკრაინაში Leopard-ების რეექსპორტის ნება დართო ქვეყნებს, რომლებსაც გერმანული წარმოების ეს ტანკები აქვთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG