Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის მმართველი „ხალხის მსახურის“ რიგებიდან გარიცხეს დეპუტატი ტიშჩენკო


ნიკოლაი ტიშჩენკო მმართველი პარტია "ხალხის მსახურის" ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეობიდანაც გადააყენეს
ნიკოლაი ტიშჩენკო მმართველი პარტია "ხალხის მსახურის" ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეობიდანაც გადააყენეს

უკრაინის დეპუტატი და მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლაი ტიშჩენკო 26 იანვარს გარიცხეს პარტიიდან. უკრაინული მედიის თანახმად, ამის შესახებ გადაწყვეტილება მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ელენა შულიაკმა მიიღო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პარლამენტარი ფრაქციასთან შეუთანხმებლად 27 იანვარს ტაილანდში გამგზავრებას და ადგილობრივ უკრაინულ სათვისტომოსთან შეხვედრას გეგმავდა.

"დარწმუნებული ვარ, არავის სჭირდება იმის ახსნა, თუ რატომ. იმედი მაქვს, რომ ამის შემდეგ ყველა საბოლოოდ მიხვდება, თუ რაში მდგომარეობს ომში მყოფი ქვეყნის დეპუტატის მუშაობა", - ასე გამოეხმაურა "ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია დეპუტატ ტიშჩენკოს მმართველი პარტიიდან გარიცხვას.

23 იანვარს უკრაინის პრეზიდენტთან არსებულმა უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ყველა დონის სახელმწიფო მოხელეს და მათ შორის დეპუტატებს "არასახელმწიფოებრივი მიზნებით" საზღვარგარეთ სიარულს უკრძალავს.

ნიკოლაი ტიშჩენკოს ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

XS
SM
MD
LG