Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოციგურავე ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს


ანასტასია გუბანოვა
ანასტასია გუბანოვა

ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრების წევრი ანასტასია გუბანოვა, ფინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა. 20 წლის მოციგურავემ პროგრამა 69.81 ქულით დაასრულა, რაც მისი ყველა დროის საუკეთესო შედეგია. გუბანოვა უახლოეს მდევარს - ბელგიელ ლეონა ჰენდრიკს 1,96 ქულით უსწრებს. მესამე ადგილს კი შვეიცარიელი კიმი რეპონდი იკავებს (63.83).

თავისუფალი პროგრამა 28 იანვარს შედგება და მასში მონაწილეობას მოკლე პროგრამის შედეგების მიხედვით, ოცდაოთხი საუკეთესო მოციგურავე მიიღებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG