Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მედიაზონის“ გამომცემელ პიოტრ ვერზილოვს რუსეთში ბრალი წაუყენეს არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელებისთვის


„მედიზონის“ გამომცემელსა და პანკ ჯგუფ Pussy Riot-ის წევრ პიოტრ ვერზილოვს რუსეთში ბრალი წაუყენეს არმიის შესახებ სიძულვილით მოტივირებული ყალბი ცნობების გავრცელებისთვის. მისი თქმით, ბრალის წარდგენის მიზეზი გახდა უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი მკვლელობებისა და სისასტიკის თაობაზე ინსტაგრამითა და ტვიტერით გავრცელებული სიუჟეტები.

წარდგენილი მუხლის თანახმად, ვერზილოვს 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ვერზილოვმა სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ დაწერა, რომ უკრაინის დონეცკის რაიონის ქალაქ ბახმუტში იმყოფება, რომელსაც რამდენიმე თვეა რუსეთის არმია ესხმის თავს. ვერზილოვის თქმით, სისხლის სამართლის საქმის გამო მილოცვებს იღებს და მიიჩნევს, რომ უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG