Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანადა 4 ტანკ Leopard-ს გადასცემს უკრაინას - თავდაცვის მინისტრი


კანადამ შესაძლოა, დროთა განმავლობაში უკრაინას მეტი ტანკი გადასცეს
კანადამ შესაძლოა, დროთა განმავლობაში უკრაინას მეტი ტანკი გადასცეს

კანადა აცხადებს, რომ უკრაინისათვის 4 ერთეული ტანკი „ლეოპარდის“ გადაცემით შეუერთდება შეერთებულ შტატებს, გერმანიას და სხვა ქვეყნებს, რომლებმაც გადაწყვიტეს, მძიმე ტექნიკა გადასცენ კიევს, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან საბრძოლველად.

"ეს ოთხი ტანკი მზად არის ბრძოლისთვის და [უკრაინაში] უახლოეს კვირებში განლაგდება", - განაცხადა პრესკონფერენციაზე თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა და დასძინა, რომ დროთა განმავლობაში შეიძლება გაიზარდოს კანადის მიერ უკრაინისთვის მოწოდებული ტანკების რაოდენობა.

26 იანვარს დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ Challenger 2-ის ტანკები უკრაინაში მარტის ბოლოს ჩავლენ. მიმდინარე თვის დასაწყისში დიდმა ბრიტანეთმა თქვა, რომ დამატებით საარტილერიო შეიარაღებასთან ერთად, უკრაინას 14 მთავარ საბრძოლო ტანკს გაუგზავნის.

ბრიტანეთის გარდა, უკრაინას საბრძოლოს ტანკებს გადასცემს ნატოს წევრი რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის აშშ და გერმანია.

25 იანვარს გერმანიის მთავრობამ და აშშ-ის ადმინისტრაციამ განაცხადეს, რომ უკრაინას გადასცემენ 14 გერმანულ ტანკს Leopard 2 და 31 ამერიკულ ტანკს Abrams. გარდა ამისა, ბერლინმა უკრაინაში Leopard-ების რეექსპორტის ნება დართო ქვეყნებს, რომლებსაც გერმანული წარმოების ეს ტანკები აქვთ.

ამ გადაწყვეტილების პასუხად კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთი ამ ყველაფერს აღიქვამს კონფლიქტში დასავლეთის პირდაპირ ჩართვად, რომელიც იზრდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG