Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Fish love or true love


ავტორი: ანა ჯიქურიძე

ჩემი საყვარელი თევზი კალმახია და ხშირადაც მივირთმევ. მაგრამ რეალურად ჩემი თავი მიყვარს თევზის ჭამის დროს, რადგან სიამოვნებას მგვრის ჭამის პროცესი, თუ თვითონ თევზი? ადამიანურ ურთიერთობებშიც ასეთი fish love ხომ არ გვგონია რეალური სიყვარული? როგორ გავარჩიოთ fish love ჭეშმარიტი სიყვარულისგან და ოდესმე ვიპოვით თუ არა ისეთ ადამიანს, რომელიც თავის ძალისხმევას ჩადებს ჩვენში და ამ გზით გვიჩვენებს თავის სიყვარულს? შეიძლება ბანალურ კითხვებს ვსვამ, მაგრამ ეს ის თემაა, რომელიც აქტუალობას არასდროს კარგავს და ყოველთვის დიდ საჭიროებას წარმოადგენს ადამიანებისთვის.

ერთი ცნობილი ამბავი არსებობს თევზის მიმართ სიყვარულზე, სადაც ერთი კაცი თევზს მიირთმევს მაშინ, როცა მეორე ჩამოივლის და შეეკითხება თუ რატომ ჭამს თევზს. თევზისმჭამელმა კაცმა კი მაშინვე უთხრა, რომ მას უბრალოდ თევზი უყვარს. მაგრამ რეალურად მას თევზი კი არა საკუთარი თავი უყვარს, რადგან სიამოვნების მიღების მიზნით მან ეს თევზი წყლიდან ამოიყვანა, მოკლა, მოხარშა და მიირთვა. შესაბამისად Fish love გულისხმობს გამორჩენის მიზნით, მხოლოდ პირადი სარგებლისა და სიამოვნების მიღების მიზნით არსებულ სიყვარულს, რაც ჭეშმარიტი სიყვარული არ არის. მაშინ ისმის კითხვა თუ რა არის ჭეშმარიტი სიყვარული და შეგვიძლია თუ არა განვიცადოთ ის ეგოისტმა ადამიანებმა?

ჭეშმარიტი სიყვარულის განცდა ალბათ მხოლოდ ზრდასრულ, ჩამოყალიბებულ ადამიანს შეუძლია, რადგან ამისთვის საჭიროა პირველ რიგში ჯერ საკუთარ თავს კარგად ვიცნობდეთ და გვიყვარდეს ის ისეთი, როგორიც არის. საკუთარი თავის გაცნობიერებული სიყვარულის შემდეგ კი თუ ჩვენი სულის ნაწილს ჩვენთვის სასურველ ადამიანს გადავცემთ და ამ გზით გავაკეთებთ ჩვენი თავის ინვესტირებას მასში, მაშინ იმ ადამიანში გვეყარება სწორედ ჩვენი გადაცემული ნაწილი. შესაბამისად ჭეშმარიტი სიყვარული თავის თავში მოიაზრებს არა სარგებლის მიღებას, არამედ ჩვენი ადამიანური რესურსის გაცემას საყვარელი ადამიანის გასაუმჯობესებლად და საკეთილდღეოდ. ჭეშმარიტი სიყვარული, რა თქმა უნდა, ასევე გულისხმობს სიამოვნების მიღებასაც, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენს სიყვარულის ობიექტს არ ვკლავთ, არ ვხარშავთ და არ ვჭამთ თევზივით. აქ სიამოვნების მიღების წყარო არაეგოისტურია.

დღეს წყვილებს შორის ან ოჯახის წევრებს შორის არსებული სიყვარული შესაძლოა სწორედ ამ fish love-ს განასახიერებდეს და არა ჭეშმარიტ სიყვარულს, მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ ჭეშმარიტ სიყვარულზე უფრო დიდი, ძლიერი და ჯანსაღი კავშირი ადამიანებს შორის არ არსებობს და ნამდვილად უნდა გაგვიმართლოს, რომ ასეთი ძლიერი სულიერი კავშირის მონაწილეები ვიყოთ.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG