Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Settantasette - გულშემატკივრობა პოლარიზებულ საზოგადოებაში


ავტორი: საბა მამაცაშვილი

“Ჩემპიონი ხარ მაშინ, როცა შენი გვარის სწორად წარმოთქმა ყველას სურს”

Ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, ჩოგბურთი, ძიუდო თუ ჯუდო, ჭიდაობა როგორც თავისუფალი, ისე ბერძნულ-რომაული სტილის, მძლეოსნობა თუ სხვა სპორტულ დისციპლინაში ქართველი ხალხი ერთიანდება ერთი მიზნის გარშემო, ვუგულშემატკივროთ მათ, სპორტსმენებს, რომ მიაღწიონ წარმატებას, გაახარონ ჩვენი გულები და ქვეყანა ასახელონ საერთაშორისო საზოგადოებაში. Დინამო თბილისი და 1981 წლის 13 მაისი - დღესასწაულის, ბედნიერების, გამარჯვების, ჩემპიონობისა და ერთიანობის მომენტი საქართველოს ისტორიაში. Ამ გამარჯვების შემდეგ ბევრი წარმატებული სპორტსმენი გვყოლია, თუმცა გვაკლდა ერთიანობა პოლიტიკურ, სამოქალაქო თუ კულტურულ საზოგადოებაში. Სამოქალაქო ომმა, ეკონომიკურმა კრიზისმა, უშუქობამ, კორუფციამ, ერთმანეთისადმი უნდობლობამ, არაპროფესიონალიზმმა წარმატებული მომავლისადმი რწმენა ბუნდოვანი გახადა. Შემდეგ იყო “ვარდების რევოლუცია”, შუქიც მოვიდა და დავიწყეთ ჩვენი ქვეყნის ხუთჯვრიანი დროშის ამაყად ფრიალი. Სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებები გვქონდა როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო დონეზე. Ინდივიდუალურმა თუ გუნდურმა წარმატებებმა მოგვიტანა სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის უფლება.მაგალითად: ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015, 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა 2018, ევრობასკეტი 2022 და ა.შ.

Ჩვენ, ფეხბურთის გულშემატკივრები ვუყურებთ ევროპული თუ ქართული გუნდების თამაშებს, ვკამათობთ ვინ არის საუკეთესო, თუმცა ნაკრების თამაშის დროს ვერთიანდებით საქართველოს საგულშემატკივროდ. Საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები ისტორიაში ყველაზე ახლოს დიდ წარმატებასთან 2020 წლის 12 ნოემბერს იყო. Ჩვენს ნაკრებს ცარიელ “დინამო არენაზე” უნდა გაემარჯვა ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ. Მატჩამდე გუნდს გამოაკლდა ჩვენი იმედი და საფეხბურთო ვარსკვლავბიჭუნა ხვიჩა კვარაცხელია. Ის თამაში წავაგეთ და ევროპის ჩემპიონატი უჩვენოდ ჩატარდა. Ხვიჩა თამაშობდა, გოლებითა თუ საგოლე გადაცემებით გამოირჩეოდა, რითაც საერთაშორისო სპორტული საზოგადოებისგან გამოხმაურება დაიმსახურა. Საქართველოში გამოჩნდა შრომისმოყვარე და მიზანდასახული ბიჭი, რომლის კარიერის საწყისი ეტაპი ჰგავს ბევრი ქართველის კარიერას. Მოგეხსენებათ, ხვიჩა რუსეთში თამაშობდა ანუ მუშაობდა, როგორც ცნობილი/არაცნობილი ქართველი საბჭოთა/პოსტსაბჭოთა პერიოდში. 2022 წლის 24 თებერვალს ცივილიზებულმა სამყარომ კიდევ ერთხელ, ყველაზე ნათლად დაინახა, თუ რას ნიშნავს რუსული ბოროტება. Ხვიჩა დაბრუნდა სამშობლოში. Მისი გადაწყვეტილება, გოლები და გულშემატკივრით გავსებული ქართული სტადიონები მეტყველებდა, რომ მისი კარიერა ევროპაში გაგრძელდებოდა და გაგრძელდა კიდეც. Ის დღეს იტალიაში, “ნაპოლიში” თამაშობს. Როგორც ხვიჩას, ჩვენი მომავალი ნათელი და ევროპულია, მას ვერავინ შეუშლის ხელს თუ ვიქნებით განათლებულები, ერთიანები და პრინციპულები.

“ჩემპიონი ხარ მაშინ, როცა აერთიანებ მთელ ქვეყანას” დიახ ხვიჩას თავისი წარმატებებით შეუძლია გაგვახაროს და გაგვაერთიანოს. Შეიძლება ხვიჩასთან კითხვები გქონდეს მის პოზიციასთან დაკავშირებით, თუმცა საერთო სიხარულის მომენტში ეს კითხვები უცნაურიც და საწყენიც კი შეიძლება იყო. Ამიტომ გთავაზობთ, გადავდგათ ერთი ნაბიჯი წინ, დავიწყოთ პოლარიზაციის შემცირება ჩვენს საზოგადოებაში, გავერთიანდეთ ხვიჩას გარშემო და მისი ყოველი თამაშის დღე ვაქციოთ დღესასწაულად. Გულდასაწყვეტი იქნება იტალიელები უფრო დიდ პატივს სცემდნენ და უყვარდეთ ხვიჩა, ვიდრე ჩვენ ჩვენიანი.

Ჩემი აზრით, ხვიჩას წარმატება რამდენიმე ფაქტორის გათვალისწიენბით გვიხარია. Პირველი ის, რომ ასეთი ფეხბურთელი დიდი ხანია არ გვყოლია და ამაყად ვუყურებთ/ვესწრებით მის თამაშებს. Მეორე ფაქტორი არის ის, რომ ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს “ელჩია” ევროპულ საზოგადოებაში. Ის იცავს საქართველოს იმიჯს, რომ ჩევნი სახელმწიფოდან წამოსულმა აბსურდულმა საუბრებმა თუ გადაწყვეტილებებმა საქართველო არ ამოშალოს ევროპული რუკიდან.

Ჩევნი საერთო მომავალი ევროპულია! Ხვიჩა წარმატებით გააგრძელებს თამაშს, ჩვენ გულშემატკივრობას, თუმცა ეს საკმარისი არ იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. Ამიტომ ამჯერად გთავაზობთ იდეას “პური მეპურემ გამოაცხოს” პრინციპით ჩვენ მიერ არჩეულ სამუშაო სფეროში ვიყოთ წარმატებული პროფესიონალები, გავერთიანდეთ, ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებასა და სასიკეთო ცვლილებებზე, რადგან ეს ქვეყანა ჩვენია და გახსოვდეთ, რომ “გულით რაც გინდა, ყველაფერს გააკეთებ”.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG