Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISW: რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ შეტევას ამზადებს


დონეცკის ოლქის ქალაქი უგლედარი, რომელიც აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონად რჩება. 2023 წლის 26 იანვარი
დონეცკის ოლქის ქალაქი უგლედარი, რომელიც აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონად რჩება. 2023 წლის 26 იანვარი

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) შეფასებით, დასავლეთის, უკრაინის და რუსეთის განცხადებები მიუთითებს, რომ რუსეთი ემზადება უკრაინის წინააღმდეგ ახალი, გარდაუვალი შეტევისთვის.

ამერიკელი ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ბოლო, 30 იანვრის განცხადებაზე, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის რუსეთის მზადყოფნის არანაირი ნიშნები არ არსებობს, პუტინი ინარჩუნებს თავის მაქსიმალისტურ მიზნებს, რუსეთს შეუძლია დამატებით 200 ათასი ადამიანის მობილიზება და იარაღის შეძენას განაგრძობს ირანის და ჩრდილოეთ კორეის ავტორიტარულ რეჟიმებთან პარტნიორობით.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ყურადღებას ამახვილებს უკრაინის სახმელეთო ძალების რეზერვისტთა საბჭოს ხელმძღვანელის, ივან ტიმოჩკოს განცხადებაზეც, რომ მოსალოდნელი შეტევის ფარგლებში, რუსეთი დონბასში აძლიერებს სამხედრო დაჯგუფებას და იერიშის დაწყება მოუწევს ქვეყნის შიგნით მზარდი ზეწოლის გამო.

ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, ეს განცხადებები ადასტურებს მათ ადრინდელ პროგნოზს, რომ რუსული ძალები ქმნიან პირობებს უახლოეს თვეებში, ლუგანსკის ოლქში შეტევის დასაწყებად. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის თანახმად, ამის წინაპირობებს საინფორმაციო სივრცეშიც ამზადებენ კრემლის მხარდამჭერი რუსი სამხედრო ბლოგერები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG