Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქსტატი: 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 10,1%-ით გაიზარდა


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

საქსტატის წინასწარი შეფასებით, გასულ, 2022 წელს, საქართველოს ეკონომიკა 10,1 პროცენტით გაიზარდა. განახლებულ მონაცემებში აღნიშნულია, რომ 2022 წლის დეკემბერში, 2021 წლის დეკემბერთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 11 პროცენტით გაიზარდა.

"2022 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების და ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების დარგებში", - აღნიშნავს საქსტატი.

2022 წლის დეკემბერში წლიური ინფლაცია 9,8 პროცენტი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG