Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი ხაბეიშვილს: გთვლი ჩემს უახლოეს ადამიანად და ძალიან დიდი პოტენციალის მქონე პოლიტიკოსად


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი. 22 დეკემბერი, 2022 წელი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი. 22 დეკემბერი, 2022 წელი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ არჩევა ლევან ხაბეიშვილს წერილით მიულოცა პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

„ლევან ხაბე!

გილოცავ ძმა. გთვლი ჩემს უახლოეს ადამიანად და ძალიან დიდი პოტენციალის მქონე პოლიტიკოსად. მე საქართველოში არ ვაპირებ არანაირ პოლიტიკურ საქმიანობას, მაგრამ შენ ყოველთვის დაგიჭერ უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან მხარს. გეხვევი", - ვკითხულობთ მიხეილ სააკაშვილის წერილში.

პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლევან ხაბეიშვილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ არჩევა წერილით მიულოცა.
პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლევან ხაბეიშვილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ არჩევა წერილით მიულოცა.

ხაბეიშვილმა სააკაშვილს წერილისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობა პრეზიდენტს, მხარდაჭერისთვისა და კეთილგანწყობისთვის! მზად ვარ მიშას, ნიკას, პოლიტიკური პატიმრებისა და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის უკომპრომისო, ურთულესი ბრძოლისთვის", - დაწერა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე ხაბეიშვილმა.

30 იანვარს დასრულდა ორდღიანი არჩევნები "ნაციონალურ მოძრაობაში". პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. არჩევნებში მონაწილეობდა პარტიის მოქმედი ხელმძღვანელი ნიკა მელიაც.

არჩევის შემდეგ ხაბეიშვილმა თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში" მიღებული პირველი გადაწყვეტილებები დაუკავშირდება მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ამ პარტიის დამფუძნებელია.

„მიშა, მინდა შეგპირდე, რომ არ გავჩერდებით მანამ, სანამ შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ჩვენი ქვეყნის თავისუფლება არ იქნება უზრუნველყოფილი", - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG