უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვის ინფორმაციით, რუსეთს მობილიზებული ჰყავს 500 ათასამდე ჯარისკაცი და არა 300 ათასი, როგორც ამას ოფიციალურად აცხადებენ.
რეზნიკოვმა ფრანგულ ტელეარხ BFMTV-თან ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში ახალ შეტევას წამოიწყებს ომის წლისთავზე. „იმის გათვალისწინებით, რომ ისინი სიმბოლიკით ცხოვრობენ, შესაძლოა, რაღაც სცადონ 24 თებერვლისთვის“, - განაცხადა რეზნიკოვმა.
პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა 2022 წლის 24 თებერვალს. კრემლი უკრაინის წინააღმდეგ ომს "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს.
დაწერეთ კომენტარი