Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანილოვი არ გამორიცხავს, რომ პუტინი ომის წლისთავს დაამთხვევს ახალ, მასშტაბურ შეტევას


უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი

უკრაინა ემზადება რუსეთის მხრიდან სერიოზული ესკალაციისთვის, რომელიც შესაძლოა, უახლოეს ორ-სამ კვირაში დაიწყოს. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განუცხადა ბრიტანულ ტელეკომპანია Sky News-ს.

დანილოვი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში შეჭრის წლისთავს, 24 თებერვალს დაამთხვევს ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან ახალ, მასშტაბურ შეტევას.

ოლექსი დანილოვის თქმით, იმ ფონზე, როცა რუსეთი მაქსიმალური ესკალაციისთვის ემზადება, ყველა ძალას იკრებს და წვრთნებს ატარებს, უკრაინელი სამხედროები მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტისთვის ემზადებიან და დღეს დასავლელი პარტნიორებისგან აქვთ მნიშვნელოვნად მეტი მხარდაჭერა, ვიდრე ერთი წლის წინ.

უკრაინის უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივნის შეფასებით, ყველაზე მძიმე ბრძოლები ჯერ კიდევ წინ არის და მომდევნო ორი-სამი თვე გადამწყვეტი იქნება. დანილოვის განცხადებით, უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს, რადგან მის უკან დგას მთელი მსოფლიო.

XS
SM
MD
LG