რუსეთში კიდევ ერთ თეატრს მოსთხოვეს აფიშიდან და პროგრამიდან ამოიღოს მწერალ ბორის აკუნინის (გრიგორი ჩხარტიშვილი) სახელი. ამჟამად საზღვარგარეთ მცხოვრები აკუნინი მათ შორისაა, ვინც მწვავედ აკრიტიკებს უკრაინაში რუსეთის შეჭრას.
ბორის აკუნინი ტელეგრამზე წერს, რომ დაუკავშირდნენ თეატრიდან, რომლის რეპერტუარში მისი ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლია და აცნობეს, რომ პროკურატურამ თეატრს „დაჟინებით ურჩია“ ავტორის სახელის მოხსნა. მწერლის თანახმად, თეატრში აინტერესებდათ, სახელი მოეხსნათ, თუ მთლიანად სპექტაკლი დაეხურათ, რაზეც უპასუხა, რომ შეუძლიათ მისი სახელი ამოიღონ.
ბორის აკუნინი კონკრეტულ თეატრს არ ასახელებს და წერს, რომ უსახელო აფიშები და პროგრამები საუკეთესო სააგიტაციო ფურცლებია და მომავალი ობიექტიც „პუტინის ეპოქის მარაზმების კოლექციისთვის“.
2022 წლის ოქტომბერში, ბორის აკუნინის სახელი ამოიღეს მოსკოვის ახალგაზრდული აკადემიური თეატრის და სანქტ-პეტერბურგის ალექსანდრეს თეატრის აფიშებიდან და საიტებიდან.
დაწერეთ კომენტარი