Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტის მიღებას აპირებს


ურზულა ფონ დერ ლაიენი და ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში
ურზულა ფონ დერ ლაიენი და ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში

ევროკავშირის ხელმძღვანელობა ცდილობს, რათა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი დაამტკიცოს.

ამის შესახებ ხუთშაბათს კიევში ვიზიტისას განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა, რომელიც უკრაინა-ევროკავშირის სამიტის ფარგლებში უკრაინის დედაქალაქს ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელთან და სხვა ევროკომისრებთან ერთად ესტუმრა.

სხვა ზომებს შორის, რომელთა დამტკიცებასაც ევროკავშირი უახლოეს მომავალში აპირებს, ფონ დერ ლაიენმა რუსულ ნავთობპროდუქტებზე ზღვრული ფასის დაწესება დაასახელა. ეს არის ერთობლივი ინიციატივა, რომელიც შეერთებული შტატებისა და "დიდ შვიდეულის" (G7) ჯგუფში შემავალი ქვეყნებისგან მომდინარეობს.

უკრაინაში ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით სანქციათა ახალი პაკეტის მზადების შესახებ მანამდე უკვე წერდა "როიტერსი". მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ზომები შეიძლება შევიდეს ამ პაკეტში. ლიეტუვა და პოლონეთი აპირებენ მიაღწიონ სანქციებს რუსეთის ბირთვული სექტორის წინააღმდეგ და ასევე შეუზღუდონ რუსეთს ბრილიანტით ვაჭრობა. მაგრამ რიგმა სხვა ქვეყნებმა ადრე დაბლოკეს სანქციების პაკეტებში ასეთი ზომების ჩართვა.

უკრაინა-ევროკავშირის სამიტი 3 თებერვალს გაიმართება. რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ 2022 წელს მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

XS
SM
MD
LG