Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღმერთი მელოდიურია


ავტორი: მიშო სორდია

ყველაფერი დაიწყო იმით, როდესაც ერთმა არსებამ უბრძანა მეორე არსებას თავისი სიკეთის მიცემა მისთვის, რადგან ეს მზემ უბრძანა. ადამიანებს გვირჩევნია შევწიროთ ღმერთის სახელით საკუთარი კაპიკები რაღაც შენობებს და მასში მცოხვრებ ვიღაც ადამიანებს, შემდეგ კი უფულობაზე და უმარავ პრობელმაზე ამ შენობებში და მასში მცხოვრებ ადამინებს ვესაუბროთ და ვიწუწუნოთ, პარადოქსული წრეა, რომელიც დიდი ხნის უკან თითქოს იხსნებოდა იმით, რომ გვჭირდება ვიღაცასთან გამეტებული გონების გასუფთავება, რათა ერთი ორი დღით კიდევ უკეთ გვერძნო თავი. დამხმარე თერაპიას წააგავს, ღვთაებრივი კათარზისი, მომნუსხველად ჟღერს, ადამიანები ჩავდივართ უამრავ სასტიკ რამეებს, შემდეგ ცუდად რომ არ ვიგრძნოთ თავი ვაკითხავთ დამძიმებულები, ეკლესიებს სადაც ღმერთან დამაკავშირებელ ადამიანებს წერილებს ვატანთ ღმერთან, შემდეგ ის ადასტურებს, რომ გვაპატია და ჩვენც მშვიდადა განვაგრძობთ თვალთმაქცობას.

ჯერ კიდევ პატარაობის ჟამს, მაშინ როცა წარმოდგენა არ მქონდა რა იყო ეთიკა, კულტურული ღირებულებები ან სიკეთე ბოროტების განმარტება, ვცდილობდი ღმერთს დავლაპრაკებოდი, თითქოს დარწმუნებული ვიყავი, რომ სადღაც ახლოს იყო, აქვე სახლობდა, მაგრამ სიჩუმესთან უფრო დავახლოვდი ვიდრე მასთან. კითხვები სულ მქონდა, უამრავი კითხვა, რომლებზეც არამცთუ პასუხებს არ მცემდნენ, არამედ მიკრძალავდნენ მსგავს თემებზე საუბარს ან ფიქრს. თბილისში უამრავი ტაძარია აღმართული, თითქმის თითიეულ ფეხის ნაბიჯზე, გამუდებით ვიწერდი პირჯვარს მათ დანახვაზე, თითქოს ის ყველაფერს ხედავდა, იწერდა, მიკონტროლებდა და ბოლოს სადღაც მომეკითხებოდა ეს საზარელი ცოდვები, შემდეგ უბრალოდ დავფიქრდი, ნუთუ ამას მართლა გულით ვშვები და არა ინერციით?! ეს უბრალოდ გადმონაშთია, ვალდებულება, რომელიც გადმომეცა, მასწავლეს ცივად, აგორებული თოვლის გუნდასავით, დაგორგოლავებული დავიძარით კლდის წვერიდან და ჩვენი გამჩერებელი არავინაა, მაგრამ შუა გზაში მივხვდით, რომ რაღაცა ისე ვერ არის, მაგრამ ამ ყველაფერში ჩაძიებას, გააზრებას, დაფიქრებას, მის ხელახლა გააზრებულად შეყვარებას გვირჩევნია ვიგოროთ უსაფუძვლოდ, იმ იმედით, რომ ამ პატარ-პატარა ვალდებულებების შესრულებისთვის ღვთაებრივად დავსაჩუქრდებით, ნუთუ მხოლოდ იმ იმედით ჩავდივართ სიკეთეებს, რომ განვლილი გზის ბოლოს, თითქოს სამოთხე გველოდება კარგი ქცევებისთვის, ეს სასოწარკვეთილი მოლოდინია, რასაც მხოლოდ სიცარიელსკენ შეუძლია მიგიყვანოს.

ოთხი ან ხუთი წლის ვიქნებოდი, პირველად პოპ ვარსვკლავის "პრიცნის" სიმღერა, რომ მოვსიმინე, მახსოვს, როგორი ტკბილი ემოციებით უსმენდა მამაჩემი მას, თითქოს მეც გადამედო მისი ტკბობა. იმავე კვირას ტაძარში წავედით ზიარების ლოცვებზე, ზუსტად მაშინ მიხვდი რაღაცას, ოღონდ ამ რაღაცის გარკვევას და მის დალაგებას დღემდე ვცდილობ, ჰაეროვნად გაისმა მგალობლების ხმა, ამ უცნაურ დახუთულობაში და გაშეშებულ ადამიანებს შორის, ყური მივუგდე ამ აუღელევბელ, ცოტა სევდიან გალობას, უეცრად კი წარმოვიდგინე როგორ მოუხდებოდა "პრინცის" რომელიმე გიტარის სოლო ფონად. თავიდან შემაძრძწუნა, შემაშინა ამ ფიქრმა, როგორ გავბედე ამ ყველაფრის გაფიქრება, შემდეგ მივხდვი, რომ ამაში არაფერი ბოროტული, ცინიკური ან სასტიკი არ იყო, მიხვდი, რომ უნდა გავთავისუფლებულიყავი ყველანაირი ჯაჭვებისაგან, რაც ჩემს გონებას ხელს უშლიდა, გამეაზრებინა გარშემო უჭყვეტ რეჟიმში მომხდარი საოცარებები, ჩავფლულიყავი აწმყოს თავბრუდამხვევ ემოციებში და შემეგრძნო სრულად თითოეული წამი. მხოლოდ სიყვარული იყო ის რაც გვაკლდა ყოველთვის, ერთმანეთის სიყვარული და არა ის, რომ თითქოს ჩვენი ყოველი ქცევა, სიტყვა, წარმოსახვა, ოცნება, იერი, შეხედულბები მომაკვდინებელი ცოდვაა.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG