Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავარიის გამო ოდესაში ელექტროენერგიის გარეშეა 500 000 ოჯახი


უკრაინელი სამხედროები ფრონტის ხაზზე ბახმუტთან
უკრაინელი სამხედროები ფრონტის ხაზზე ბახმუტთან

მაღალი ძაბვის ქვესადგურზე მომხდარი "სერიოზული ავარიის" გამო უკრაინის სამხრეთაღმოსავლეთის ქალაქ ოდესაში ნახევარი მილიონი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი - აცხადებს რეგიონის გუბერნატორი, მაქსიმ მარჩენკო 4 თებერვალს. მარჩენკო ადასტურებს ცნობებს, რომ ავარია მოხდა ობიექტზე, რომელიც აქამდე რუსეთის მხრიდან თავდასხმების სამიზნე იყო.

"სერიოზული ავარია მოხდა ერთ-ერთ ენერგეტიკულ ობიექტზე, რამაც ხანძარი გამოიწვია" - თქვა მარჩენკომ და დასძინა, რომ მოქმედებაშია გადაუდებელი ზომები. "ზიანი კომპლექსურია და ძალიან დიდი, ამდენად ახლა ნაადრევია ვარაუდები იმის თაობაზე, თუ როდის დასრულდება შეკეთების სამუშაოები" - დასძენს გუბერნატორი. მარჩენკოს თქმით, ოდესაში გაემგზავრნენ ენერგეტიკის მინისტრი და სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიის, Ukrenergo-ს შეფი.

მანამდე, 4 თებერვალს უკრაინის მასშტაბით გაუქმებულ იქნა განგაშის უმაღლესი ზომა, ისე, რომ არ გავრცელებულა ცნობები რუსეთის მხრიდან დაბომბვაზე. ქვეყნის აღმოსავლეთში, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში კვლავ გრძელდება ინტენსიური ბრძოლა.

განგაში, რომელიც დილით დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა, მესამე იყო ბოლო ორი დღის განმავლობაში. 3 თებერვალს არ გავრცელებულა ცნობები რუსეთის მასშტაბურ თავდასხმებზე სამოქალაქო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.

იმ გაფრთხილების ფონზე, რომ უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლის თავზე მოსკოვი მასშტაბური შეტევებისთვის ემზადება, უკრაინის არმია აცხადებს, რომ ბრძოლა ყველაზე ინტენსიურად დონბასში მიმდინარეობს.

"მტერი განაგრძობს შეტევით ოპერაციებს [დონეცკში] ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და ნოვოპავლოვკის არეალებში და განიცდის მძიმე დანაკარგებს" - წერს უკრაინის არმიის გენერალური შტაბი ანგარიშში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG