Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

500-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა დამანგრეველმა მიწისძვრამ თურქეთსა და სირიაში


მიწისძვრით დანგრეული სახლი თურქეთის ქალაქ დიარბაქირში. 2023 წლის 6 თებერვალი
მიწისძვრით დანგრეული სახლი თურქეთის ქალაქ დიარბაქირში. 2023 წლის 6 თებერვალი

დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 284 ადამიანი დაიღუპა თურქეთში და 237 - სირიაში. ამის შესახებ თურქეთის მედიასაშუალებები და სირიის სახელმწიფო ტელევიზია იუწყებიან. ორივე ქვეყანაში დაშავებულია 3000-ზე მეტი ადამიანი. დანგრეულია ასეულობით შენობა. სტიქიური უბედურების ზონებში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

დღეს, 6 თებერვალს, გამთენიისას მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარეობდა. თურქული სააგენტო „ანადოლუ“ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი კაჰრამანმარაშის პროვინციაში, 7 კილომეტრის სიღრმეზე იყო. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ გაზიანთეპის მახლობლად მდებარეობდა.

თურქეთის ხელისუფლებამ განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა და დასახმარებლად საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს ინფორმაციით, დაზარალდა 10 ქალაქი, მათ შორის გაზიანთეპი, მალათია, ადანა და დიარბაქირი.

ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა კვიპროსზე, ეგვიპტეში, ლიბანსა და ერაყშიც.

XS
SM
MD
LG