Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მზად არის თურქეთს კატასტროფის შედეგების დაძლევაში დაეხმაროს


თურქეთის ქალაქ ადანაში ნანგრევებიდან ამოიყვანეს მიწისძვრის შედეგად დაშავებული. 2023 წლის 6 თებერვალი
თურქეთის ქალაქ ადანაში ნანგრევებიდან ამოიყვანეს მიწისძვრის შედეგად დაშავებული. 2023 წლის 6 თებერვალი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დამანგრეველი მიწისძვრით გამოწვეული მსხვერპლის გამო, სამძიმარი გამოუცხადა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს, თურქ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს.

ზელენსკიმ ტვიტერზე უკრაინულად და თურქულად დაწერა, რომ ამ მძიმე დროს უკრაინა თურქი ხალხის გვერდითაა და მზად არის საჭირო დახმარებისთვის კატასტროფის შედეგების დასაძლევად.

დღეს, გამთენიისას თურქეთში მოხდა 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარეობდა. თურქეთში დაიღუპა სულ მცირე 284 ადამიანი, მეზობელ სირიაში კი - 237.

დანგრეულია ასეულობით შენობა. სტიქიური უბედურების ზონებში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

თურქეთის ხელისუფლებამ განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა და დასახმარებლად საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს ინფორმაციით, დაზარალდა 10 ქალაქი, მათ შორის გაზიანთეპი, მალათია, ადანა და დიარბაქირი.

ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა კვიპროსზე, ეგვიპტეში, ლიბანსა და ერაყშიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG