Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: არ შეიძლება, ლიტრ ბენზინზე იყოს 1 ლარამდე ფასნამატი


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში საწვავის შემომტანი კომპანიები მაღალი მოგებით მუშაობენ, რასაც დარეგულირება სჭირდება.

„[დეკემბრის მონაცემებით] არ შეიძლება ერთ ლიტრ ბენზინზე იყოს 80-90-თეთრიანი, ლარამდე ფასნამატი, - აღნიშნა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე და დაამატა, - აუცილებელია ამ საკითხის დარეგულირება მაქსიმალურად მოკლე დროში“.

პრემიერის თქმით, კონკურენციის სააგენტო სწავლობს ნავთობის ბაზარს და ოფიციალურ მონაცემებს წარადგენს თებერვლის ბოლოს. მანამდე კი ღარიბაშვილმა მინისტრებს მიმართა, დაიბარონ ნავთობის იმპორტიორები და ჩამოაწევინონ ფასები „გონივრულ ზღვარზე“.

„მჯერა, რომ ეს ადამიანები, ჩვენი თანამოქალაქეები, იმპორტიორები, გაითვალისწინებენ ჩვენი ხალხის მდგომარეობას, არსებულ ვითარებას და დაიწყებენ ამ ფასების შემცირებას. ესაა ჩვენი მოლოდინი და იმედი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ღარიბაშვილმა გასული წლის აპრილშიც მოუწოდა იმპორტიორებს ფასების შემცირებისკენ. აგვისტოში კონკურენციის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული კვლევით, ქვეყანაში ყველაზე მეტი საწვავი რუსეთიდან შემოდის, რომლის ფასიც 30-70 თეთრით დაბალია სხვა ქვეყნებთან შედარებით. თუმცა მსხვილი კომპანიები საწვავს ერთნაირ ფასად ყიდიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG