Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი: მოსკოვში ვიზიტისას IAEA-ის ხელმძღვანელი არ შეხვდება პუტინს


რაფაელ გროსი, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი
რაფაელ გროსი, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი

კრემლი 6 თებერვალს აცხადებს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი რაფაელ გროსი მიმდინარე კვირაში მოსკოვში ვიზიტისას არ შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს.

როგორც კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, გროსი შეხვედრებს გამართავს ბირთვული ენერგიის სახელმწიფო კომპანიის, Rosatom-ისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან.

IAEA გამოთქვამს შეშფოთებას უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური სადგურის უსაფრთხოებაზე. სადგური რუსეთის ძალებმა უკრაინაში შეჭრიდან მალევე, გასული წლის მარტში, ჩაიგდეს ხელში. ზაპოროჟიეს სადგური ხშირად ხვდება ცეცხლში, რაშიც ორი მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.

XS
SM
MD
LG